Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Pomeranian Medical University Szczecin (პოლონეთი)
 
Pomeranian Medical University Szczecin (პოლონეთი)

Pomeranian Medical University Szczecin (პოლონეთი)

Pomeranian Medical University Szczecin გთავაზობთ სწავლას ინგლისურ ენაზე მედიცინის ფაკულტეტზე (1996 წლიდან) და მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტზე (2006 წლიდან).

Pomeranian Medical University Szczecin არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გთავაზობთ გრძელვადიან სამაგისტრო პროგრამებს.

ამჟამად უნივერსიტეტში არის 670-ზე მეტი სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ ინგლისურენოვან მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტებზე. ინგლისურენოვან პროგრამებზე სტუდენტები არიან 30-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ინგლუსურენოვანი პროგრამის სტუდენტები გადიან იგივე სასწავლო პროგრამას, რასაც პოლონური პროგრამის სტუდენტები, რაც ნიშნავს იმას რომ, ისინი გადიან იგივე კლინიკურ და თეორიულ კურსებს მთელი 6 და 5 წლიანი პროგრამის განმავლობაში, რასაც პოლონური პროგრამის სტუდენტები. ლექციების უმეტესობა ტარდება Pomeranian Medical University-ს დამოუკიდებელ საჯარო კლინიკურ საავადმყოფოებში და დეპარტამენტებში, როგორიცაა პათოლოგიის განყოფილება, ბიოქიმიის და სამედიცინო ქიმიის, ფარმაკოლოგიის დეპარტამენტებში, ან სტომატოლოგიურზე სწავლის დროს კონკრეტულად: კონსერვატიული სტომატოლოგიის და პერიოდონტოლოგიის, ზოგადი და სტომატოლოგიური რადიოლოგიის, ან ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტებში.

აკადემიური წელი გრძელდება 30 კვირა და თითოეულ წელს სტუდენტს შეუძლია დააგროვოს 60 ECTS  კრედიტი (კრედიტების ტრანსფერის ევროპული სისტემა).

განათლების დონე Pomeranian Medical University-ში:

Pomeranian Medical University-ი გთავაზობთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მათ შორის ECTS-ის სისტემას.

Pomeranian Medical University-ს დასრულების შემდეგ (მედიცინის ფაკულტეტი და მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტი) თქვენ შეგეძლებათ:

  • გააგრძელოთ სწავლა სადოქტორო პროგრამებზე
  • გაიაროთ სტაჟირება
  • დაიწყოთ საბოლოო სახელმწიფო სამედიცინო გამოცდის პროცესი
  • მიმართოთ ექიმებისა და სტომატოლოგების ეროვნულ პალატას, შესაბამის ქვეყანაში, პროფესიის პრაქტიკის ნებართვის მისაღებად

იმის გათვალისწინებით რომ, ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები არიან მსფოლიოს მრავალი სხვადასხვა ქვეყნიდან, სწავლა Pomeranian Medical University-ში გთავაზობთ არამარტო შესანიშნავ სწავლას და პრაქტიკას მომავალ ექიმებსა და სტომატოლოგებს, არამედ ფანტასტიურ შესაძლებლობას იცხოვროთ და იმუშაოთ მრავალფეროვან გარემოში, სადაც შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი უცხო ენები, გაეცნოთ სხვა კულტურებს, ან დააკვირდეთ სხვადასხვა მეცნიერულ მიდგომებსა და ტექნოლოგიებს.

დამატებითი ინფორმაცია:

– Pomeranian Medical University-ს შესახებ:  https://www.pum.edu.pl/english/programs-in-english-language

-ქალაქ Szczecin-ის შესახებ:  http://www.szczecin.eu/en

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

Pomeranian Medial University Szczecin (პოლონეთი)

1 Rybacka street

70-204 Szczecin

ტელ: + 48 91 48 00 810

ელ-ფოსტა: recruit@pum.edu.pl