Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Rīga Stradiņš University
 
Rīga Stradiņš University

თარიღი: 30.04.2022

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/84544296731?pwd=cDM1Ny8vRXAzdEpkRno2TEUrTVhaQT09

Meeting ID: 845 4429 6731
Passcode: 548060

 

 

Rīga Stradiņš University (RSU, დაარსებული 1950 წელს) არის თანამედროვე, პრესტიჟული უნივერსიტეტი, რომელიც აღიარებულია ევროპასა და მსოფლიოში, და რომელიც უზრუნველყოფს კვლევებზე დაფუძნებულ, მაღალხარისხიან და ექსპორტირებად უმაღლეს განათლებას. როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჩვენ ვთავაზობთ ძირითადად სამედიცინო და ჯანდაცვის პროგრამებს, თუმცა ყოველწლიურად იზრდება RSU-ს სასწავლო პროგრამების რაოდენობა სოციალურ მეცნიერებებში.

სტუდენტები: ამჟამად RSU-ში 10000 სტუდენტი სწავლობს, აქედან 2600 საერთაშორისო სტუდენტია. მიუხედავად იმისა, რომ RSU საერთაშორისო სტუდენტების 90% არის ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნებიდან, ჩვენი სტუდენტები წარმოადგენენ 64 სხვადასხვა ქვეყანას.

პროგრამები: ინგლისურ ენაზე ისწავლება შემდეგი პროგრამები: მედიცინა (MD), სტომატოლოგია (DDS), საერთაშორისო ბიზნესი და Start-up მეწარმეობა, ასევე სამაგისტრო პროგრამები ჯანდაცვის მენეჯმენტში, საერთაშორისო მმართველობაში (დიპლომატია) და რუსეთისა და ევრაზიის სწავლებაში.

რეიტინგი: RSU აღიარებულია საუკეთესო უნივერსიტეტად, რომელსაც აქვს უმაღლესი რეპუტაცია ლატვიაში. 2018 წლიდან RSU შეფასებულია QS რეიტინგით (801-1000) და 2021 წლიდან ასევე Times Higher Education (THE) მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებით (501-600). 2022 წელს RSU იკავებს 115-ე ადგილს პრესტიჟულ The Emerging Economies Ranking-ში, 119 ადგილზეა QS EECA-ს უნივერსიტეტების რეიტინგში, 301-400 ადგილზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებს შორის THE Impact Rankings-ში და 501-550 ადგილზე QS univers-ის მსოფლიოს საუკეთესო სამედიცინო უნივერსიტეტებში. ასევე 2021 წელს RSU იყო მსოფლიოს 25 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის U-Multirank 2021 რეიტინგის ორ კატეგორიაში.

RSU გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე:

მედიცინა

სტომატოლოგია

რუსეთისა და ევრაზიის სწავლება

საერთაშორისო მმართველობა და დიპლომატია

საერთაშორისო ბიზნესი და Start-up მეწარმეობა

ჯანმრთელობის მენეჯმენტი

ბიოსტატისტიკა