Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > SABANCI UNIVERSITY
 
SABANCI UNIVERSITY

Sabancı University-ი არის წამყვანი გლობალური უნივერსიტეტი დისციპლინათაშორისი განათლების კუთხით, რომელიც ორიენტირებულია ინდივიდებზე და კვლევებზე; ასევე, უნივერსიტეტში არის გარემო რომელიც გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ თავისუფალი აკადემიური არჩევანი და მას აქვს გლობალურად გავლენიანი ფაკულტეტი.

Sabancı University-ი გთავაზობთ 13 საბაკალავრო, 23 სამაგისტრო და 12 სადოქტორო პროგრამას, ასევე პროფესიულ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს შემდეგი სამი ფაკულტეტის ფარგლებში:

  • ინჟინერია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები
  • ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებები ფაკულტეტი
  • მენეჯმენტის ფაკულტეტი

საერთაშორისო შეფასებებით Sabancı University-ი შემდეგ ადგილებზე იმყოფება:

  • ყველაზე სამეწარმეო და ინოვაციური უნივერსიტეტი თურქეთში, სამეწარმეო და ინოვაციური უნივერსიტეტების 2016 წლის ინდექსის მიხედვით
  • მე-10 ადგილზე 2015 წლის მსოფლიოს საუკეთესო მცირე ზომის უნივერსიტეტებს შორის
  • 52-ე ადგილზე 2016 წლის 50 წელზე ნაკლებ 100 უნივერსიტეტს შორის
  • მე-14 ადგილზე QS Emerging Europe & Central Asia Rankings 2015-2016 – ის მიხედვით
  • 22-ეადგილზეTHE’s BRICS & Emerging Economies Rankings-ის მიხედვით
  • 39-ე ადგილზე THE Asia University Rankings 2015-ის მიხედვით
  • საუკეთესო 350-400 უნივერსიტეტს შორის THE World University Rankings-ის მიხედვით
  • საუკეთესო 450 უნივერსიტეტს შორის QS World Rankings-ის მიხედვით

დამატებითი დეტალები SABANCI UNIVERSITY-ის შესახებ:

  • 4000-ზე მეტი სტუდენტი, 7000-ზე მეტი კურსდამთავრებული, 700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი
  • ყველა პროგრამა ინგლისურ ენაზე
  • სრული, ან ნაწილობრივი სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებისთვის
  • თანამშრომლობა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებთან
  • აკადემიური თავისუფლება: ბაკალავრიატის სტუდენტები ირჩევენ მათ სადიპლომო პროგრამას მე-2 კურსის ბოლოს
  • ინოვაციური განათლება/ დისციპლინათაშორისი პროგრამები
  • ორმაგი ხარისხის საბაკალავრო პროგრამები 36 სხვადასხვა კომბინაციით
  • საშუალოდ კურსდამთავრებულების 90% სწავლის დასრულებისთანავე იწყებს მუშაობას
  • სწავლის შესაძლებლობები საზღვარგარეთ გაცვლითი პროგრამების დახმარებით (ევროპა, ჩრდილოეთ ამერიკა, ან აზია)
  • თურქეთის მოწინავე ნანოტექნოლოგიების კვლევის ცენტრი
  • სოციალური პასუხისმგებლობა: სამოქალაქო ჩართულობის პროექტები ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
  • 3000-ზე მეტი სამეცნიერო და ტექნიკური პუბლიკაციები
  • 18 ტექნოლოგიური კომპანიის პორტფელი Inovent-ზე, თურქეთის პირველი ტექნოლოგიური აქსელერატორი

წლიური გადასახადი:

17 500 დოლარი

წლიური საცხოვრებლის გადასახადი:

4-კაციან ოთახში – 2500 დოლარი/წელიწადში

2-კაციან ოთახში – 3600 დოლარი/წელიწადში

სასტიპენდიო შესაძლებლობები:

Sabancı University-ი გთავაზობთ მრავალ სასტიპენდიო შესაძლებლობებს ყველა დონეზე.  პერსპექტიულ ბაკალაბრიატის სტუდენტებს სასტიპენდიო კომისია გამოუყოფს სტიპენდიას მათი აკადემიური მოსწრების, რეკომენდაციების, გამოცდების შედეგების, ნიშნების ფურცლის, ინტერვიუს შედეგების და სხვა დამატებითი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც ადასტურების მათ აკადემიურ წარმატებას, როგორიცაა ოლიმპიადებში მიღებული ჯილდოები და სერთიფიკატები. მას შემდეგ რაც სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, უნივერსიტეტში მიღების დროს, ეს სტიპენდი გაგრძელდება მისი მთელი სწავლების პერიოდის განმავლობაში, თუ სტუდენტი დააკმაყოფილებს სტიპენდიის პირობებს. ასევე, სტუდენტებს შეუძლიათ მოითხოვონ სტიპენდია ორი სემესტრის დასრულების შემდეგ, თუ მათ აქვთ ძალიან კარგი სწავლის შედეგები.

სტიპენდია დარჩენილი გადასახადი
100% სტიპენდია 0 USD
75% სტიპენდია 4375 USD + საცხოვრებლის გადასახადი
50%  სტიპენდია 8750 USD + საცხოვრებლის გადასახადი
25%  სტიპენდია 13125 USD + საცხოვრებლის გადასახადი
უფასო საცხოვრებელი მხოლოდ 4-კაციან ოთახში 17500 USD

სამაგისტრო სტიპენდიების გაცემა ხდება აკადემიური მოსწრების ( GPA-ქულა, სარეკომენდაციო წერილები ა.შ) და ტესტების შედეგების მიხედვით (GMAT / GRE ა.შ.) და თუ კანდიდატი დააკმაყოფილებს სასტიპენდიო კრიტერიუმებს, არსებობს სხვადასხვა სახის სტიპენდიები, რომელთა გაცემა ხდება Sabancı University-ის სასტიპენდიო კომისიის გადაწყვეტილებით.

მულტი-კულტურული გარემო:

Sabancı University-ში სწავლობენ სტუდენტები 70-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ბევრი საერთაშორისო სტუდენტი თვლის რომ Sabancı University-ი არის იდეალური გარემო სწავლისათვის და ცხოვრებისათვის. Sabancı University-ის სტუდენტების 15%-ზე მეტი არის საერთაშორისო სტუდენტი. ამჟამად ჩვენ გვყავს 700-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი.

ჩვენი კურსდამთავრებულები

  • ჩვენს კურსდამთავრებულებს შეუძლიათ ადვილად იპოვონ სამსახური თურქეთში, ან გლობალურ კომპანიებში სწავლის დასრულების შედეგ 1 წლის განმავლობაში, ან ჩააბარონ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში
  • კომპანიები სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები მუშაობენ მოიცავს: BP, Bosch, Coca-Cola, Debitte, Gillette, Henkel, HP, L’Oréal, Microsoft, Mercedes Benz, Philip Morris, P&G, Siemens, Unilever.
  • უნივერსიტეტები სადაც ჩვენი კურსდამთავრებულები აგრძელებენ სწავლას: Harvard, MIT, London School of Economics, Berkeley, Stanford

საკონტაქტო ინფორმაცია:
Sabanci University
Orta Mahalle, Tuzla 34956  İstanbul
ტელ: 0216 483 90 00
ვებ-გვერდი: https://www.sabanciuniv.edu/en