Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Savannah College of Art and Design
 
Savannah College of Art and Design

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/88929839393?pwd=RXRVcVl4ZTlxYWppVnMrVkdHNlJ6Zz09

Meeting ID: 889 2983 9393

Passcode: 180092

 

 

დასახელებახელოვნებისა და დიზაინის სავანას კოლეჯი

ადგილმდებარეობა: სავანა და ატლანტა, ჯორჯია; ლაკოსტი, საფრანგეთი, ონლაინ სწალება SCADnow-ს გამოყენებით.  

სკოლის აღწერილობა:

40-ზე მეტი კრეატიული წლის განმავლობაში, ხელოვნებისა და დიზაინის სავანას კოლეჯი( SCAD) ყველაზე ყოვლისმომცველი და ურთიერთდაკავშირებული ხელოვნებისა და დიზაინის უნივერსიტეტი გახდა მსოფლიოში. ინტეგრირებული სწავლებისა და სწავლის საშუალებით,  SCAD ამზადებს ნიჭიერ სტუდენტებს კრეატიული პროფესიებისთვის. კვლევების მიხედვით ოთხი წლის განმავლობაში მიყოლებით, SCAD-ის კურსდამთავრებულები დასაქმებულნი იყვნენ, აგრძელებდნენ სწავლას ან  ორივეს ერთად სწავლის დასრულებიდან სულ რაღაც 10 თვეში.

სოციალური მედიის ბმულები

https://www.instagram.com/scaddotedu
https://www.facebook.com/scad.edu

https://www.youtube.com/AboutSCAD

tiktok.com/@scaddotedu

კურსის აღწერილობა

SCAD-ი სთავაზობს სტუდენტებს გაცილებით მეტ პროგრამას და სპეციალიზაციას, ვიდრე აშშ-ს ხელოვნებისა და დიზაინის სხვა უნივერსიტეტები და წარმოადგენს ცოდნის გამორჩეულ წყაროს მის მიერ შეთავაზებულ, 100-ზე მეტ სასწავლო კურსში რომელთა შორისაა ისეთ სწრაფად მზარდი სფეროები, როგორიცაა მომხმარებლის გამოცდილების დაპროექტება, [ბმული: https://www.scad.edu/academics/programs/user-experience-design], იმერსიული რეალობა [link: https://www.scad.edu/academics/programs/immersive-reality], სიმდიდრის და ბრენდების მენეჯმენტი   [link: https://www.scad.edu/academics/programs/luxury-and-brand-management], სილამაზის და არომატის ბიზნესი   [link: https://www.scad.edu/academics/programs/business-beauty-and-fragrance], ანიმაცია, ფილმი და ტელევიზია და სხვა. უნივერსიტეტი უზომოდ  მრავალფეროვანია, რომლის 15 000-ზე მეტი სტუდენტი 100 ქვეყნიდან მოდის. SCAD-ის სტუდენტთა პოპულაციის 25% საერთაშორისოა.

კულტურასა და ისტორიასთან, ასევე გლობალურ ვირტუალურ სასწავლო არჩევანთან  შერწყმული სამი განსხვავებული ლოკაციიდან, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ნებისმიერ მათგანში თითოეულ კვარტალში. SCAD-ის ენის სტუდიის საშუალებით, უნივერსიტეტი ინგლისურის როგორც მეორე ენის სიღრმისეულად შესწავლას გთავაზობთ, რაც დაგეხმარებათ დაეუფლოთ ინგლისურ ენას კარგად და მიიღოთ გამოცდილება შეერთებულ შტატებში.

ატლანტაში, ჯორჯიაში, სტუდენტები მსოფლიოში მხატვრული ფილმის წამყვანი პროდიუსერების მიერ წარმოებულ, დინამიკურ ფილმებსა და სატელევიზიო სცენებს იყენებენ. SCAD-ის ლაკოსტას (საფრანგეთი) ლოკაციაზე, გორაკის წვერზე მდებარე სოფელში ცხოვრება და სწავლა, სტუდენტების შთაგონების და კრეატიულობის წყაროს წარმოადგენს.  სტუდენტები რეგიონის მასშტაბით მოგზაურობენ რომ უფრო განავითარონ მათი შთაგონება, დადიან ექსკურსიებზე და თანამშრომლობენ ევროპის ძირითად კომპანიებთან.   სტუდენტები სავანაში ცხოვრობენ, სწავლობენ და თამაშობენ  ჯორჯიას  თვალწარმტაც სანაპიროებთან ახლოს მდებარე,  ისტორიულ, ნაციონალური ძეგლების რაიონში.  SCADnow-ი საშუალებას იძლევა ლექციებს მსოფლიოს ყველაზე შორეული ქვეყნებიდანაც კი დაესწროთ, თქვენზე მორგებული გრაფიკით ან ვირტუალური კურსებით.

SCAD-ის ინოვაციური სასწავლო გეგმა მოიცავს პროფესიული დონის ტექნოლოგიას და სხვა მოწინავე სასწავლო რესურსებს და აძლევს სტუდენტებს სტაჟირების, პროფესიული სერტიფიცირების და SCADpro-ს, უნივესიტეტის განახლებული საკვლევი ლაბორატორიის და პროტოტიპის გენერატორის  საშუალებით კოპრორატიულ პარტნიორებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.

SCADpro-მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტის დიზაინის და კვლევის კონსულტანტი,  სტუდენტებს სთავაზობს ისეთ კლიენტებთან რეალურ გამოცდილებას, როგორიცაა: ამაზონი, კოკა-კოლა, დისნეი, გუგლი, ლორეალი, ნასა, თარგეთი, იუთუბი და სხვა.

SCADpro დავალებების საშუალებით, SCAD-ის სტუდენტებმა 200-ზე მეტ სამუშაოს შემოთავაზება მიიღეს.

გარდა ამისა, სტუდენტებს წვდომა აქვთ  SCADamp-ზე, პროფესიულ საპრეზენტაციო სტუდიასთან, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტებს, ეფექტური საკომუნიკაციო ქოუჩინგის საშუალებით გახდნენ  კარგი პრეზენტერები და ორატორები.

სავანას კინოსტუდიებში, SCAD-ი აშენებს აშშ-ს ნებისმიერი უნივერსიტეტის უმსხვილეს გადასაღებ მოედანს, მათ შორის შერეულ რეალობის სცენას. თითოეულ აუდიტორიასა და შენობაში, სტუდენტებს წვდომა აქვთ პროფესიული დონის რესურსებთან, დაწყებული Foley-ს ხმოვანი სცენით, დამთავრებული პროფესიული დონის პროგრამული უზრუნველყოფით, 3D პრინტერებით და ვირტუალური რეალობის მოწყობილობებით.

SCAD -ის ცხოვრების ყველა ელემენტი – გლობალური ადგილმდებარეობები, ინოვაციური რესურსები და რეალური მსოფლიოს კოლაბორაციები არის მორგებული იმაზე რომ დაგეხმაროთ კრეატიული კარიერის დაწყებაში.   გაიგეთ მეტი: scad.edu.

დამატებითი ინფორმაცია

SCAD გლობალურად ცნობადია მაღალი რეიტინგით სულ ცოტა 20 რეიტინგში, მათ შორის:    Hollywood Reporter, the Business of Fashion, DesignIntelligence, Variety, The Rookies, და ბევრი სხვა.   2020 წელს, პრესტიჟულმა   Red Dot Design რეიტინგმა უკვე მეოთხედ,  SCAD -ი აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტად და ამერიკასა და ევროპაში ორ საუკეთესო უნივერსიტეტს შორის დაასახელა.

სწავლების სფერო

სწავლების სფეროების ჩამონათვალი

აქსესუარების დიზაინი
რეკლამირება
ანიმაცია
არქიტექტურის ისტორია
არქიტექტურა
ხელოვნების ისტორია
სილამაზის და არომატის ბიზნესი
კრეატიული ბიზნეს ლიდერობა
მდგრადობის დიზაინი
დიზაინის მენეჯმენტი
დრამატურგია
ცხენოსნობა
მოდა
მოდის მარკეტინგი და მენეჯმენტი
ბოჭკოები
ფილმი და ტელევიზია
ავეჯის დიზაინი
გრაფიკული დიზაინი
ილუსტრაცია
იმერსიული რეალობა
ინდუსტრიული დიზაინი
ინტერაქტიული დიზაინი და თამაშების განვითარება
ინტერიერის დიზაინი
ძვირფასეულობა
სიმდიდრის და ბრენდების მენეჯმენტი
მოძრავი მედიის დიზაინი

ხატვა
საშემსრულებლო ხელოვნება
ფოტოგრაფია
შენახვის დიზაინი
წარმოების დიზაინი

ძერწვა

თანამიმდევრული ხელოვნება

მომსახურების დიზაინი

სოციალური სტრატეგია და მენეჯმენტი

ხმის დიზაინი

თემატური სანახაობის დიზაინი

მომხმარებლის გამოცდილების დიზაინი (UX)

ვიზუალური ეფექტები

წერა