Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Star Academy
 
Star Academy

Star Academy  ერთადერთი ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც თანამშრომლობს ამერიკის მთავრობის მიერ შექმნილ საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების საბჭოსთან (Council on International Educational Exchange – CIEE), ასევე კანადის ყველაზე მსხვილ ინგლისურენოვან სასერტიფიკაციო პლატფორმასთან Global TESOL College (კანადა).

ჩვენი მისიაა განვახორციელოთ კულტურული გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ ვეხმარებით დაინტერესებულ პირებს გაიარონ სერთიფიცირება, დასაქმდნენ და მიიღონ პროფესიული გამოცდილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

1. Work and Travel – ოთხ თვიანი პროგრამაა აშშ-ში. Work and Travel მსოფლიოში საკმაოდ აღიარებული პრაქტიკაა და დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალაგაზრდებში.  ბაკალავრის სტუდენტებს შანსი აქვთ სამი თვით იმუშაონ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხოლო ერთი თვე იმოგზაურონ. ანაზღაურება 1500-5000 დოლარამდე მერყეობს. საქმიაობის სფეროები მრავალფეროვანია და მონაწილეებს შეუძლიათ იმუშაონ სასტუროებში, გაყიდვების სფეროში, კვების ობიექტებში, გასართობ, აკვა და ეროვნულ პარკებში. ეს პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურთ პროფესიული განვითარება, ახალი უნარ-ჩვევების ათვისება, ამერიკული კულტურის გაცნობა და უბრალოდ დასვენება და მოგზაურობა.

2. TESOL –  პროფესიული პროგრამაა ინგლისური ენის მცოდნეთათვის, იგი ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე მონაწილეები, დისტანიცური სწავლების საშუალებით გაეცნობიან ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს და აიღებენ TESOL-ის (Teaching English To Speakers of Other Languages) სერთიფიკატს, რომელიც ყველაზე მსხვილი ინგლისურენოვანი პლათფორმის- Global TESOL College – ის მიერ აკრედიტირებული სერტფიკატია. ამ სერთიფიკატის მფლობელებს შეუძლიათ მსოფლიოს ნებისმიერ სკოლასა თუ აკადემიურ დაწესებულებაში დასაქმდნენ ინგლისური ენის სპეციალისტად.

პროგრამის მეორე ეტაპზე შეირჩევა სამუშაოები ჩინეთსა და ტაილანდში. მონაწილეები დასაქმდებიან კერძო/საჯარო სკოლებსა და ბაღებში, ხელფასები ამ შემთხვევაშიც 1500-5000$მდე მერყეობს.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 0322 96 77 99
მის: აღმაშენებლის ქ. #148
FB: Staracademy