Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Tallinn University of Technology – TalTech
 
Tallinn University of Technology – TalTech

25 ოქტომბერი, 12:00-დან 16:00 საათამდე
უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:
https://us05web.zoom.us/j/87813334110?pwd=eGRXUFpVUk9KbVg1aDVieFp0L0R3dz09
Meeting ID: 878 1333 4110
Passcode: 749712

 

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი დაარსდა 1918 წელს  და წარმოადგენს ერთადერთ ტექნოლოგიურ და ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტონეთში, რომელსაც ჰყავს 1700 საერთაშორისო სტუდენტი 100 სხვადასხვა ქვეყნიდან.

უნივერსიტეტი გთავაზობთ, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს, რომლებიც ისწავლება სრულად ინგლისურ ენაზე.

უნივერსიტეტი გთავაზობთ თანამედროვე, ციფრულ კამპუსს, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს ახალი ტექნოლოგიების ტესტირება, როგორიც არის თვითმართვადი მანქანები, ჭკვიანი ლიფტები,  რობოტები, კოსმოსური სატელიტები, მობილური რობოტები და სხვა.

ამას გარდა, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს აქვს ესტონეთში ყველაზე დიდი და საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი. უნივერსიტეტი აერთიანებს მკვლევარებს, სტუდენტებს და მეწარმეებს, რომლებიც ახალგაზრდებს თავაზობენ ინსპირაციას, ცოდნას და რესურსებს, რათა შექმნან და განავითარონ სტუდენტური სტარტეპები და სხვა ინოვაციური ბიზნეს იდეები. უნივერსიტეტი, ესტონეთში  იკავებს წამყვან პოზიციას სამეცნიერო პუბლიკაციების მიმართულებით ბიზნესის, ეკონომიკისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში.

უნივერსიტეტს აქვს მუდმივად განვითარებადი სასწავლო გარემო და პროგრამები. გამოცდილი პროფესიონალები როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან ჩართულები არიან ისეთი სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, რომელიც დააკმაყოფილებს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს.

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი თანამშრომლობს მსოფლიოს 500-მდე უნივერსტეტთან.

სტიპენდიები

უნივერსიტეტს თითქმის ყველა პროგრამისთვის აქვს სხვადასხვა ტიპის სტიპენდიები, რომელიც მოიცავს სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას.