Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Technion – Israel Institute of Technology
 
Technion – Israel Institute of Technology

18 აპრილი, 12:00-დან 16:00 საათამდე

უნივერსიტეტის წარმომადგენელთან შესახვედრად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე:

https://us05web.zoom.us/j/88506595418?pwd=UFVXcUcvNUwvaS80NHZaR0tUTHNpQT09

Meeting ID: 885 0659 5418

Passcode: 302453

 

 

ისრაელის ტექნოლოგიური ინსტიტუტი წარმოადგენს მეცნიერების, ტექნოლოგიების და გამოყენებითი კვლევების ძირითად ცენტრს და მსოფლისოში ერთ-ერთ წამყვან მეცნიერებისა და ინჟინერიის უნივერსიტეტს.

სასწავლებელი დაარსდა 1912 წელს, რომელიც მდებარეობს კარმელის მთაზე, ჰაიფას რეგიონში. ციფრული განათლების მიმართულებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ხოლო მე-7 ადგილს იკავებს მსოფლიო მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. ასევე წარმოადგენს ყველაზე საერთაშორისო უნივერსიტეტს ისრაელში.

სასწავლებლის ფაკულტეტის შემადგენლობაში არიან გამოჩენილი ადამიანები, მათ შორის სამი ნობელის პრემიის ლაურეატი და ასევე გამოჩენილი კურსდამთავრებულების სიაა, სადაც არიან ინჟინრები, მეცნიერები, ფიზიკოსები, პროფესორები და მეწარმეები.  ინსტიტური წარმოადგენს ინოვაციების მთავარ წყაროს, რომელიც წარმოადგენს ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას.

უნივერსიტეტს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამეწარმეო ეკოსისტემა და არის პრესტიჟული Eurotech Universities Alliance- ის წევრი.

ჩვენი სასწავლებელი გთავაზობთ პროგრამებს, რომლებიც სრულად ინგლისურ ენაზე ისწავლება. სტუდენტებს საშალება აქვთ ისარგებლონ მასტიმულირებელი გარემოთი და უახლესი, მოწინავე ლაბორატორიებით. სასწავლებელი საშუალებას აძლევს სტუდენტებს განავითარონ დამოუკიდებლობა, კრეატიულობა, ლიდერობა და სხვა თვისებები.

სასწავლებელი ყველა საბაკალავრო პროგრამას გთავაზობთ ინგლისურ ენაზე.

პრესტიჟული მექანიკური ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს ამზადებს წამყვანი პოზიციებისთვის სხვადასხვა სფეროში, მათ შორის: Robotics, Medical devices, Electro-optics, Energy- renewable and non-renewable power sources, Automobile, ship, and aircraft design.

სწავლა საზღვარგარეთ:

ჩვენი სასწავლებელი აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საინჟინრო სასწავლებლად. სასწავლებელი პრიორიტეტს ანიჭებს საერთაშორისო ურთიერთობებს და სტუდენტებს საშუალება აქვთ ისარგებლონ პროგრამებით მსოფლიოს მასშტაბით.

The Guangdong Technion – Israel Institute of Technology (GTIIT) არის ჩვენი სასწავლებლის კამპუსი ჩინეთში, რომელიც მდებარეობს ქალაქ შანტუში. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ აღნიშნულ კამპუსში და თან ეზიარონ ჩინეთის კულტურას.

საბაკალავრო პროგრამები:

  • BSc. in Chemical Engineering
  • BSc. in Biotechnology and Food Engineering
  • BSc. in Materials Engineering
  • BSc. in Mathematics with Computer Science

Graduate School – Technion გთავაზობთ სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს ინგლისურ ენაზე.

 

სტიპენდიები

სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

ვებ-გვერდი: https://www.technion.ac.il/

 

თუ დაკაშირებისას შეგექმნათ ტექნიკური პრობლემა გთხოვთ, მიწეროთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს:

Skype: https://join.skype.com/invite/NmRElykxcctU