Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Technion – Israel Institute of Technology
 
Technion – Israel Institute of Technology

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/82740550599?pwd=RWhUMXJOVEpZM0NaVWRKcmJSb2dDUT09

Meeting ID: 827 4055 0599

Passcode: 072773

 

 

ტექნიონიისრაელის ტექნოლოგიის ინსტიტუტი მეცნიერების, ტექნოლოგიების და გამოყენებითი კვლევების პირველი ცენტრი და მეცნიერებისა და საინჟინრო ხელოვნების ერთერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.    ტექნიონი 1912 წელს დაარსდა , ჰაიფაში, კარმელზე მდებარეობს და ხმელთაშურა ზღვას გადაჰყურებს.

ტექნიონი, მსოფლიოს მასშტაბით პირველია ციფრულ განათლებაში  (Times Higher Education) და  ხელოვნური ინტელექტის პირველი უნივერსიტეტია ევროპაში (CS Ranking).   Times Higher Education-ის რეიტინგით, ტექნიონი, ისრაელის ყველაზე ინტერნაციონალური უნივერსიტეტია.

ტექნიონი გამოირჩევა ცნობილი აკადემიური პერსონალით, რომელთაგან სამი-ნობელის პრემიის ლაურეატია და ფლობს ცნობილი კურსდამთავრებულების გრძელ სიას, რომელთა შორის არიან ინჟინრები, მეცნიერები, ექიმები, პროფესორები და მეწარმეები. ტექნიონის ინსტიტუტი ინოვაციის და ადამიანური რესურსების მთავარი წყაროა, რაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ტექნიონის კურსდამთავრებულებმა დააარსეს ისრაელის ინდუსტრიული ინფრასტრუქტურა,  გააძლიერეს მისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და გზა გაუკვალეს ტექნოლოგიურ საწარმოებს.

ამ ყველაფერმა კი ქვეყანას „ სტარტაპ ქვეყნის“ რეპუტაცია შეუქმნა. ტექნიონი   უნივერსიტეტების ათეულში ირიცხება, სადაც  მსოფლიოს წამყვანმა ტექნოლოგმა აღმასრულებელმა დირექტორებმა განათლება მიიღეს.  გარდა ამისა, ინსტიტუტი, მსოფლიოს წამყვან  სამეწარმეო ეკოსისტემებადაა აღიარებული და  პრესტიჟული, ევროპის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების ალიანსის, სამეცნიერო უპირატესობით და ძლიერი ინოვაციური ეკოსისტემებით ცნობილი,  მოწინავე სამეცნიერო უნივერსიტეტების ქსელის  მეექვსე წევრია.

ტექნიონი სხვადასხვა პროგრამას გთავაზობთ, რომელსაც მისი აკადემიური პერსონალი სრულიად ინგლისურად ასწავლის.  სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ისარგებლონ ერთერთი ყველაზე  წამახალისებელი გარემოთი და პრაქტიკული ლაბორატორიებით.  ტექნიონში მიღებული გამოცდილება სტუდენტებს გამოუმუშავებს დამოუკიდებლობას, კრეატიულობას და ლიდერობის უნარებს ამ სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების ხანაში.  ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულებს შორის არიან ლიდერი ინჟინრები, რომლებსაც წამყვანი თანამდებობები უკავიათ მაღალ ტექნოლოგიურ, სამთავრობო და თავდაცვის ინდუსტრიაში ისრაელში და საზღვარგარეთ.

ტექნიონი მთელი მსოფლიოდან იწვევს ტექნოლოგიურად მოაზროვნე სტუდენტებს მექანიკის ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამაზე, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე 18 სხვადასხვა ფაკულტეტზე, მოკლევადიან კვლევით პროგრამებსა და ერთსემესტრიან პროგრამაზე საზღვარგარეთ.

ერთსემესტრიანი სასწავლო პროგრამა საზღვარგარეთ, ტექნიონში. 

ტექნიონი მსოფლიოს ერთერთ  საუკეთესო საინჟინრო სკოლადაა აღიარებული.  მეცნიერებასთან ერთად, ტექნიონმა პრიორიტეტი მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობებს და პროგრამებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ სტუდენტებს გამოცდილება მიიღონ მსოფლიო მასშტაბით მოქმედ პროგრმებში.

ტექნიონის საგაზაფხულო სემესტრზე დასარეგისტრირებლად დააკლიკეთ აქ

საზაფხულო სამეწარმეო პროგრამა პროფესიონალური სტაჟირებით:   

გაატარეთ ზაფხული სტარტაპის ქვეყანაში! აკადემიური კრედიტების საშუალებით ისარგებლეთ მრავალკულტურული გამოცდილებით და  გამოცდილება მიიღეთ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებში.  ტექნიონი იწვევს ტექნოლოგიურად მოაზროვნე სტუდენტებს მთელი მსოფლიოდან, მეცნიერების, ტექნოლოგიის და გამოყენებითი კვლევების, ისრაელის აღიარებულ ინსტიტუტში, დაუვიწყარი საზაფხულო გამოცდილების მისაღებად. სტუდენტები გაივლიან  კურსებს მეწარმეობასა და ინოვაციაში, აიღებენ  აკადემიურ კრედიტებს და გაივლიან სტაჟირებას ისრაელის საინჟინრო ან სტარტაპ  კომპანიებში.

სამეწარმეო საზაფხულო კურსებისა და პროფესიული სტაჟირებისთვის დააკლიკეთ აქ 

საინჟინრო და მეცნიერების საზაფხულო სკოლა:

ეს მოკლე საზაფხულო პროგრამა არის შესაძლებლობა წარმატებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის მთელი მსოფლიოდან; ისრაელის უნივერსიტეტში და მეცნიერების, ტექნოლოგიის და გამოყენებითი კვლევების წამყვან ცენტრში,   მკაცრი და მიმზიდველი აკადემიური გამოცდილების საშუალებით, გაიძლიერებთ აკადემიურ პროფილს.

საინჟინრო და მეცნიერების საზაფხულო სკოლაში მისაღებად, დააკლიკეთ აქ.

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სკოლატექნიონი გთავაზობთ სხვადასხვა სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამას ინგლისურ ენაზე.   

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სკოლისთვის დააკლიკეთ აქ.

ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=tWISodV-V7c

https://www.youtube.com/watch?v=Q6K_fZyfYhw&t=213s

https://www.youtube.com/watch?v=Zsn8zAgX7SM

https://www.youtube.com/watch?v=V0OnbdKiMD8&t=13s

https://www.youtube.com/watch?v=w4fXrCpGhzs

https://www.youtube.com/watch?v=H6BrnucLhDg