![]() |
![]() | ![]() |

-
UK Bridge
თბილისი, პეტრიაშვილის 24.
(+995 32) 2 22 49 97
ლინკი
salome@ukbridge.ge
www.ukbridge.ge
რუკაზე ნახვა

UK Bridge დაფუძნდა 2008 წელს. მას შემდეგ ჩვენმა კომპანიამ სხვადასხვა ქვეყანაში – დიდი ბრიტანეთი, აშშ, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი – 2000 სტუდენტზე მეტი განათავსა დაახლოებით 150 სხვადასხვა სკოლაში, ინსტიტუტსა თუ კოლეჯში.
UK Bridge-ი თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით ამ სფეროში, დაინტერესებულ პირებს ურჩევს სასურველ სკოლას, ინსტიტუტსა თუ კოლეჯს ნებისმიერ ქვეყანაში. ასევე ორგანიზებას უკეთებს სტუდენტების გამგზავრებას ინგლისური ენისა და სპორტულ საზაფხულო სკოლებში.
UK Bridge ის სტუდენტები ხვდებიან ისეთ ცნობილ და რეიტინგულ სასწავლებლებში, როგორებიცაა:
UCL
St. Andrew’s University
City University of New York
New York University
American University
Regents University
Naba
Queen Mary University
California State University
New York Film Academy
University of Arts in London
ბოლო წლების მანძილზე, UK Bridge-ის ორგანიზებით არაერთი ჯგუფი განთავსდა სასწავლო პროგრამებზე და ტრენინგ კურსებზე სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან. UK Bridge-ის ორგანიზებით დაკომპლექტდა ჯგუფები – პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, იუსტიციის სახლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან, განათლების სამინისტროდან და სხვ.
საგანმანათლებლო სააგენტო UK Bridge არის ერთ-ერთი პირველი სააგენტო, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება დაიწყო. კომპანია ყოველწლიურად ატარებს განათლების გამოფენებს, სადაც მსოფლიოს საუკეთესო სკოლები, უნივერსიტეტები და კოლეჯები იღებენ მონაწილეობას.
UK Bridge მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და მიზნად ისახავს, შეინარჩუნოს, იყოს, ერთერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის სფეროში.