Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > University of Ostrava
 
University of Ostrava

ოსტრავას უნივერსიტეტი დინამიური კვლევითი ინსტიტუტია,  რომელიც ჰუმანიტარულ, სოციალურ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ჯანდაცვის, მედიცინისა და სახვითი ხელოვნების დარგებში განათლებისა და კვლევების მაღალ დონეს სთავაზობს. დაახლოებით 8000 სტუდენტს შეუძლია ისწავლოს  შემდეგ  6 ფაკულტეტზე:

▪ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ▪ განათლების ფაკულტეტი ▪ სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის ფაკულტეტი ▪ ხელოვნების ფაკულტეტი ▪ მედიცინის ფაკულტეტი ▪ მეცნიერების ფაკულტეტი

უნივერსიტეტის მცირე ზომა და შედარებით გვიანდელი დაფუძნება  ნებას რთავს უნივერსიტეტს, გამოიყენოს  სტუდენტებისადმი ინდივიდუალური მიდგომა და ჰქონდეს მოქნილი რეაქცია  თანამედროვე საზოგადოების და შრომის ბაზრის საჭიროებების მიმართ. უნივერსიტეტი სთავაზობს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის განათლებას,  არამედ სხვა შესაძლებლობებს მათ, ვისაც საკუთარი ხედვის განხორციელება სურს, იქნება ეს სხვა ენაზე სწავლა, სტუდენტური ორგანიზაციის ჩამოყალიბება თუ პრაქტიკული გამოცდილების მიღება. უნივერსიტეტი აქტიურად ეძებს შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. უნივერსიტეტი უბრალოდ ქალაქის და სოციალური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ქალაქი ჩვენი კამპუსია.