Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

Top 10 ამერიკული უნივერსიტეტი რომელიც სთავაზობს ყველაზე მაღალ სტიპენდიებს საერთაშორისო სტუდენტებს No rating results yet


ამ ამერიკულმა უნივერსიტეტებმა და კოლეჯებმა შესთავაზეს საშუალოდ 50 000 $ ღირებულების სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებს 2013-2014 წლებში.

A view of the Timothy Dwight College Courtyard at Yale University.

იმ უნივერსიტეტებს შორის რომლებმაც გასცეს სტიპენდია 50 ან 50-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტზე წლის განმავლობაში, იელის უნივერსიტეტი იყო მოწინავე საშუალოდ 56 630$ ღირებულების სტიპენდიით თითოეულ სტუდენტზე.

ცნობილი ფაქტია რომ ბევრი ამერიკელი სტუდენტისთვის უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადახდა დიდი გამოწვევაა. საერთაშორისო სტუდენტებისთვის ეს კიდევ უფრო რთული და ერთი შეხედვით წარმოუდგენელია.

საბედნიეროდ ამერიკაში არსებობს ზოგი უნივერსიტეტი რომელთა პრიორიტეტი სწორედ საერთაშორისო სტუდენტებზე სტიპენდიების გაცემაა. ამ სტიპენდიების უმრავლესობა დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე, რაც ნიშნავს იმას რომ სტუდენტის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია მისი აკადემიური მოსწრება (GPA).

დაახლოებით 375 ამერიკულმა უნივერსიტეტმა შესთავაზა სტიპენდია სულ მცირე 50 საერთაშორისო სტუდენტს 2013-2014 წლებში, რომელთა საშუალო ღირებულება იყო 18 790$.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საერთაშორისო სტუდენტებს აქვთ შანსი მიიღონ სტიპენდია ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტებიდან და კოლეჯებიდან.

იმ Top 10 ამერიკული უნივერსიტეტიდან რომლებმაც გასცეს ყველაზე მაღალი სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებზე, ნახევარზე მეტი წარმოადგენს Top 5 უნივერსიტეტს ქვეყანაში.

თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტიც რომ მაშინ როცა ეს უნივერსიტეტები გასცემენ ყველაზე მაღალ სტიპენდიებს, შერჩევის პროცესშიც საკმაოდ კრიტიკულნი არიან. მაგალითად, იელის უნივერსიტეტმა, რომელიც მოწინავეა ყველაზე მაღალი სტიპენდიებით,  მიიღო  აპლიკანეტბის მხოლოდ 6,9 პროცენტი 2013 წელს.

დაბლა ჩამოთვლილია ის 10 ამერიკული უნივერსიტეტი და კოლეჯი რომელმაც შესთავაზა ყველაზე მაღალი სტიპენდიები საერთაშორისო სტუდენტებს 2013-2014 წლებში. ესენია ასევე ის უნივერსიტეტები რომლებმაც გასცეს 50-ზე მეტი სტიპენდია  საერთაშორისო სტუდენტებზე წლის განმავლობაში.

უნივერსიტეტის დასახელება და შტატი საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა რომლებმაც მიიღეს სტიპენდია 2013-2014 წლებში საშუალო სტიპენდია გაცემული საერთაშორისო სტუდენტზე 2013-2014 წლებში Top ამერიკული უნივერსიტეტები U.S. News შეფასების მიხედვით
Yale University (CT) 349 $56,630 3, National Universities
Amherst College (MA) 155 $55,121 2, National Liberal Arts Colleges
Williams College (MA) 87 $54,978 1, National Liberal Arts Colleges
Wesleyan University (CT) 80 $54,774 15 (tie), National Liberal Arts Colleges
University of Chicago 80 $53,637 4 (tie), National Universities
Skidmore College (NY) 98 $53,600 37 (tie), National Liberal Arts Colleges
Stanford University (CA) 135 $53,287 4 (tie), National Universities
Bates College (ME) 88 $52,427 19 (tie), National Liberal Arts Colleges
Trinity College (CT) 159 $52,355 45 (tie), National Liberal Arts Colleges
Harvard University (MA) 540 $51,854 2, National Universities

სტატიის წყარო US News.

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/

 

Please rate this