Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > ბაფი – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია
 
ბაფი – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია

ჩვენს შესახებ:

ბაფი არის რეგისტრირებული კავშირი (არასამთავრობო, არაკომერციული პროფესიული ორგანიზაცია). იგი დაფუძნდა 1996 წლის 17 დეკემბერს.

2015 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, აერთიანებს 82 კორპორაციულ (იურიდიული პირი) წევრს და 7.430 წევრ ფიზიკურ პირს.

2000 წლიდან არის ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) ნამდვილი წევრი.
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, აქტიურად მონაწილეობს კერძო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირებაში.

მისია:
* ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობით;
* საქართველოს საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა;
* ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების ჰარმონიზაციისა და განვითარების გლობალურ პროცესებში მონაწილეობა;
* ბაფის წევრების მაღალკვალიფიციური დონის მიღწევა, საზოგადოებისათვის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

მომსახურების სახეები და ფორმები მოიცავს: ტრენინგებს, სერტიფიცირებას, კონსულტაციებს – ფინანსური აღრიცხვა, ანგარიშგების, აუდიტის, საგადასახადო და ბიზნეს სამართლის სფეროებში, მეთოდური და პრაქტიკული სახელმძღვანელო ლიტერატურის შექმნას.

სასწავლო და სერტიფიცირების პროგრამები:
* პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა სერტიფიცირება (ACCA);
* მთავარ ბუღალტერთა სერტიფიცირება;
* საბუღალტრო კომპიუტერული პროგრამების სწავლება.

საქართველოს პროფესიონალ  ბუღალტერთა და აუდიტორთა  ფედერაცია(ბაფ) 

გთავაზობთ

1. ბუღალტერთა სერტიფიცირების პროგრამებს

1. 1. პროფესიონალი ბუღალტრის (აუდიტორის) სასერტიფიკაციო პროგრამა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

  • ნებისმიერი პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირს;
  • ნებისმიერი პროფილის სტუდენტს მე-2 კურსიდან.

პროგრამა ეფუძნება ბრიტანეთის ნაფიც ბუღალტერთა ინსტიტუტის (ACCA) სასერტიფიკაციო პროგრამას;

სწავლებას ახორციელებს პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი;

სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ – იანვარში და ივლისში;

პროგრამის (სწავლის) ხანგრძლივობა 2,5 -10 წელია;

გამოცდა ჩასაბარებელია 14 წიგნში;

სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე გამოცდაზე დაიშვება ეკონომიკური პროფილით უმაღლესი განათლების მქონე პირი;

პროგრამაში ჩართვა (სასწავლო პროცესში მონაწილეობის დაწყება) შესაძლებელია თებერვალში და სექტემბერში (განცხადებების მიიღება იწყება ორი თვით ადრე);

პრეტენდენტები უზრუნველყოფილი არიან ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნებით;

საწყისი ეტაპის 3 წიგნის ჩაბარების შემდეგ პრეტენდენტს ენიჭება – I ეტაპისსერტიფიკატი;

სერტიფიცირების ეტაპის 9 წიგნის ჩაბარების შემდეგ პრეტენდენტს ენიჭება – IIეტაპის სერტიფიკატი. ის ვინც ბაფის ნამდვილი წევრი გახდება და ექნება 2 წლის პროფილით მუშაობის სტაჟი, ასევე მიიღებს მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატს;

ყველა (14) წიგნის ჩაბარების შემდეგ ბაფი პრეტენდენტს (რომელსაც ექნება 3 წლის მუშაობის სტაჟი) აღიარებს პროფესიონალ ბუღალტრად (აუდიტორად). ქართული პროგრამის სერტიფიკატების საფუძველზე თქვენ ACCA–ს საერთაშორისო პროგრამაში მიიღებთ 9 წიგნის ჩათვლას.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ლინკი:

http://www.accaglobal.com/ukraine/events/events_archive/2008/3128174

1.2. მთავარი ბუღალტრის სასერტიფიკაციო პროგრამა

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელსაც:

  • აქვს უმაღლესი ეკონომიკური განათლება და პროფილით (ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსური მენეჯმენტის, საინვესტიციო ანალიზის და საგადასახადო კონტროლის სფერო) მუშაობის არანაკლებ სამი წლის გამოცდილება; ან
  • აქვს საშუალო ტექნიკური ეკონომიკური განათლება და პროფილით მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება; ან
  • აქვს უმაღლესი არაეკონომიკური განათლება, გავლილი აქვს ბუღალტრულ აღრიცხვაში გადამზადების კურსები და გააჩნია პროფილით პრაქტიკული მუშაობის არანაკლებ ხუთი წლის გამოცდილება.

სწავლებას ახორციელებს ბაფის პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტი და რეგიონალური ფილიალები ქუთაისში, ბათუმში, გურჯაანში, ზუგდიდში და გორში;

სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება წელიწადში ორჯერ – დეკემბერში და ივნისში;

ცოდნა ფასდება ტესტირების გზით ორ საფეხურად:

  • ერთ დღეს – კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამების გამოყენებაში
  • მეორე დღეს კომპლექსურად შემდეგ საგნებში – ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება, მმართველობითი აღრიცხვა, მმართველობითი აღრიცხვა, ბიზნესის სამართალი, აუდიტის საფუძვლები, საგადასახადო დაბეგვრა, ეთიკის კოდექსი.

პროგრამის (სწავლის) ხანგრძლივობაა 3 თვე;

პროგრამაში ჩართვა (სასწავლო პროცესში მონაწილეობის დაწყება) შესაძლებელია თებერვალში და სექტემბერში (განცხადებების მიიღება იწყება ორი თვით ადრე);

პრეტენდენტები უზრუნველყოფილი არიან სასწავლო მასალით;

პრეტენდენტებზე გაიცემა მთავარი ბუღალტრის სერტიფიკატი.

2. საოფისე და საბუღალტრო პროგრამების შემსწავლელ კურსებს

3. ქართული ლიცენზირებული საბუღალტრო პროგრამებს (დანერგვა, მომსახურება, კონსულტაცია)