Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > ბიდისი აკადემია
 
ბიდისი აკადემია

ჩვენს შესახებ:
ჩვენი მიზანია მოვამზადოთ როგორც მცირე და საშუალო დონის მენეჯერები ასევე სტუდენტები და ნებისმიერი მსურველი გადამზადების თვალსაზრისით.

ცენტრს გააჩნია ყველა პირობა სასწავლო პროცესის მაღალი ხარიისხის უზრუნველსაყოფად, ჩვენ სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მოკლე ვადიან და გრძელ ვადიან ტრეინინგებსა და სემინარებზე, რაც საშუალებას მისცემს საქმიან ადამიანებს მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ დროის მცირე პერიოდში. რაც მთავარია უკვე არსებობს რეალური მოთხოვნა ცოდნის ამ კუთხით გაღრმავებაზე.

ცენტრი შესაძლებლობას იძლევა გადამზადდეს არა მარტო კერძო პირები, ასევე ორგანიზაციის თანამშრომლები, რომლებთაც ცენტრი სთავაზობთ გრძელვადიან თანამშრომლობას და ექსკლუზიურ პირობებს.

მსმენელებს, რომლებიც გაივლიან ჩვენ სასწავლო ცენტრში ერთ სასწავლო კურსს შეუძლიათ მომდევნო ნებისმიერი ტრეინინგი გაიარონ გარკვეული ფასდაკლებით.
წარმატებულ მსმენელებს დაენიშნებათ სტიპენდიები და მათი რეზიუმეები განთავსდება ჩვენს ვერ-გვერდზე.

სასწავლო ცენტრში გაერთიანებული არიან მდიდარი გამოცდილების მქონე, საერთაშორისო კვალიფიკაციის პროფესიონალები.

ტრეინინგების დამთავრების შემდეგ ჩვენ კურს დამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხების შესახებ.სასწავლო ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში არსებულ დასაქმების სააგენტოებთან, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მსმენელთა დასაქმებას. ჩაწერა მიმდინარეობს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს მოკლევადიანი სასწავლო პროგრამები:
* საბანკო საქმე ,საბანკო მენეჯმენტი,საბანკო სამართალი და პრაქტიკა. წარჩინებული მსმენელები გაივლიან სტაჟირებას და იმუშავებენ კომერციულ ბანკებში;
* ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტებით, ინფო-ბუღალტერია, ორისი, სუპერფინი, სტაჟირება ბუღალტერიაში.
* კომპიუტერის საოფისე პროგრამები: (Windows XP, Ms Windows 2007, Ms Excel 2007, Internet, E-mail), Power Point, Potho Shop, Page Maker. Access – მონაცემთა ბაზების პროგრამა, გრაფიკული პროგრამები.
* მარკეტინგ მენეჯმენტი და პიარ მენეჯმენტი
* ბიზნესის ადმინისტრირება
* იურიდიული
* ფარმაცევტთა გადამზადების კურსი სტაჟირებით
* გაყიდვების მენეჯერი
* კომპიუტერული ინჟინერია
* ოფის მენეჯერის შემსწავლელი ტრეინინგ კურსი
* რუსული ენის შემსწავლელი კურსები
* გერმანული ენის შემსწავლელი კურსები
* ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. ბიზნეს ინგლისური, სასაუბრო, საოფისე, იურიდიული და დიპლომატიური ტერმინოლოგია, წერითი და ზეპირი თარგმანი, გრამატიკა, ზეპირმეტყველება.
* პირველადი სამედიცინო დახმარება
* ფოტო ხელოვნება
* უნარ-ჩვევები

ცენტრი აღჭურვილია საჭირო ტექნიკით, მსმენელი უზრუნველყოფილია საჭირო ლიტერატურითა და ვიზუალური კონსპექტებით.

ყველა ტრეინინგს აქვს შესაბამისი სტაჟირება ბანკებში, მიკრო საფინანსო ორგანოებში, აფტიაქებში,  ავერსისი კლინიკაში, ტელევიზიებში, საადვოკატო ბიუროებში, სადაც ხდება წარმატებული მსმენელბის დასაქმება.

ფასდაკლებები: დევნილებისთვის, სოციალურად დაუცველთათვის, ოჯახიდან რამდენიმე წევრის შემთხვევაში, ორგანიზაციებისათვის, რამდენიმე პროგრამის ერთად შესწავლისას.