Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > ”ქართულ – ევროპული უმაღლესი სასწავლებლის” სასერტიფიკატო ცენტრი
  • ”ქართულ – ევროპული უმაღლესი სასწავლებლის” სასერტიფიკატო ცენტრი
  • თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზ.16/ა. მიცკევიჩის 27.
  • 571 803 466; 593 65 24 05
  • training@gea.edu.ge
  • www.geu.edu.ge
  • რუკაზე ნახვა
 
”ქართულ – ევროპული უმაღლესი სასწავლებლის” სასერტიფიკატო ცენტრი

”ქართულ – ევროპული უმაღლესი სასწავლებლის” სასერტიფიკატო ცენტრის მიზანია განათლების ინოვაციური მეთოდებით განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა.

GEU ქართველი და უცხოელი პირების მიერ დაფუძნებულიუმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენსბაკალავრიატის აკადემიური პროგრამების, ასევე, პროფესიული განათლებისა დაკანონმდებლობით დაშვებული სხვა საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა და განხორციელება.

დაწესებულების მიზანია, დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნილება შრომის ბაზარზეორიენტირებული მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიან განათლებაზე, ქართულისაგანმანათლებლო ტრადიციების შენარჩუნებისა და ევროპული განათლებისგაზიარება-დანერგვის გზით.

GEU-ს მისიაა – „საზოგადოების ინტერესისა და ევროპული გამოცდილების გათვალისწინებითშრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა,სწავლისთვის ღირსეული პირობებისა და სწავლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვა,საგანმანათლებლო სივრცეში ინტერნაციონალიზაციის დანერგვა, სასწავლო პარტნიორულიურთიერთობის განვითარება, სტუდენტთა და აკადემიურ/ სასწავლო პერსონალისთავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა.“

GEU მოწოდებულია მუდმივად გააანალიზოს და განაახლოს მისია, რათა უზრუნველყოსდაწესებულების საქმიანობის შესაბამისობა სახელმწიფოს, საზოგადოების, შრომის ბაზრისცვლად მოთხოვნებთან და თანამედროვე გამოწვევებთან.

ცენტრში ისწავლება შემდეგი კურსები:

  • უცხო ენები (ინგლისური, რუსული, გერმანული, პოლონური, ესპანური)
  • კომპიუტერული პროგრამები
  • ბუღალტრული აღრიცხვა და საბუღალტრო პროგრამა ORIS
  • საგადასახადო კოდექსი
  • ვიდეო მონტაჟი და გახმოვანება
  • სახელმწიფო შესყიდვები
  • სხვა

პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში ცენტრი ხელს უწყობს მათ, ვისაც პროფესიულ ზრდაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში ან ახალი სპეციალობის შეძენაში ესაჭიროება გარანტირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული ცოდნის მიღება.

ცენტრში კურსებს უძღვებიან მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი მასწავლებლები.

ჩვენ ვზრუნავთ თქვენზე და თქვენს წარმატებაზე