Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC)
 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC)

ჩვენს შესახებ:
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი (GCEC) ქართველი და კანადელი განათლების დარგის პროფესიონალების ერთობლივი ძალისხმევის, ფიქრისა და აზრთა ურთიერთგაცვლის შედეგად შეიქმნა, ჩვენი მიზანია, რომ საქართვლოში სწავლების პროცესი, შესაძლებლობები და ხარისხი კიდევ უფრო დახვეწოს და გააუმჯობესდეს. თანამედროვე, მუდმივად ცვალებად სამყაროში, გლობალიზაციასათან დაკავშირებული მოთხოვნების გათვალისწინებით, უნარ-ჩვევების განვითარებისა და დახვეწის საჭიროება წარმოიშვა, რათა სტუდენტთა პროფესიული და ინტელექტუალური განვითარების დონემ ეს ახალი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ქართულ-კანადური საგანმანთლებლო ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამები ისეთ მიდგომებს ეფუძნება, რომელებიც სწავლების ინტერაქტიურ და შემსწავლელების მოთხოვნებზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში წარმართვის საშუალებას იძლევა, სადაც აქცენტი საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობების დანერგვაზე, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების სრულად გამოყენებზე გაკეთდება, რაც სტუდენტებს საკუთარი ძალების რწმენას განუმტკიცებს და როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მასშტაბით, სამუშაო ადგილის მოძებნასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზაციაში დაეხმარება.

სასწავლო მასალა და ტესტები, მაღალი მოთხოვნების შესაბამისად, გულდასმით შევარჩიეთ და ჩვენი ცენტრის თანამშრომლები მათ შემდგომ დახვეწაზე მუდმივად მუშაობენ. ყველა ამ სასწავლო კურსის შედგენისას გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამის შემუშავების საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და მიდგომები. მსურველებს ვთავაზობთჱ როგორც მოკლევადიან სასწავლო პროგრამებს (1-3 თვიანი კურსები), ისე გრძელვადიან კურსებს.

ჩვენ ცენტრი მეგობრული და ადვილად საურთიერთობო თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მზად არიან თითოეულ სტუდენტს გულდასმით მოუსმინონ და ერთიანი ძალისხმევით და თავად სტუდენტების მონაწილეობით ყველა პრობლემა გადაჭრან.

სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრეინინგ კურსების ჩამონათვალი:

1. ენის  შემსწავლელი კურსები

  • ინგლისური:    ზოგადი ინგლისური
    ბიზნეს ინგლისური
    სასაუბრო ინგლისური
    წერითი თარგმანი
    ზეპირი თარგმანი
    TOEFL | IELTS | PET | FCE | CAE
  • რუსული
  • გერმანული
  • თურქული
  • ესპანური

2. კომპიუტერული პროგრამები

  • საოფისე პროგრამები
    (Windows, Ms word, Ms Excel,
     Power Point, Outlook, Internet)
  • გაძლიერებული ექსელი
  • გრაფიკული პროგრამები
    (Photoshop, Corel DRAW, 3Dmax, Illustrator, InDesign)
  •  სამონტაჟო პროგრამები
    (Adobe Premier. After effects )
  • სამშენებლო და საინჟინრო პროგრამები:
    (ArchiCAD. AutoCAD)
  • IT ინჟინერია, სისტემა და ქსელი
  • Linux ის შემსწავლელი კურსი
  • ვებ პროგრამირება და დიზაინი

3. აბიტურიენტთა მოსამზადებელი კურსები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის

4. საატესტატო გამოცდებისათვის მომზადება ყველა საგანში

5. საგრანტო და სამაგისტრო გამოცდებისათვის მომზადება

6. ბუღალტერია საერთაშორისო სტანდარტით

7. კომპიუტერული ბუღალტერია

(ORIS.  INFO.  SUPERFIN)

8. ფინანსური მენეჯმენტი

9. ფარმაცევტთა გადამზადების კურსი ( აფთიაქში სტაჟირებით)

10. მარკეტინგი

11. საბანკო საქმე  (ბანკში სტაჟირებით)

12. ტურიზმის მემეჯმენტი/ტურის დაგეგმვა და მართვა (სტაჟირებით)

13. PR, HR  მენეჯმენტი