Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > ETI თბილისი
 
ETI თბილისი

ETI  –  ბრიტანული საერთაშორისო სასწავლო ცენტრი  –   1996 წელს დაარსდა.

თუ გსურთ ინგლისური ენის შესწავლა, სწავლება, კემბრიჯის გამოცდის ჩაბარება, გამოცდისათვის მომზადება, CELTA  გავლა ან ბრიტანეთში წასვლა, მაშინ მოგვმართეთ ETI Georgia – ს ოფისებში თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და მიიღეთ ინგლისური ენის მრავალფეროვანი პროგრამები.

ჩვენ ვამკვიდრებთ სწავლების მაღალ სტანდარტს.

ცენტრში ასწავლიან საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი პედაგოგები. გაკვეთილები ინტერაქტიურია და გამოიყენება მრავალფეროვანი აქტივობები. კომპანიის სათაო ოფისი  მდებარეობს ლონდონში. ცენტრში მიიღებიან მოზარდები და ზრდასრული ადამიანები.

ETI Georgia საშუალებას გაძლევათ გაიაროთ კემბრიჯის საერთაშორისო სასერტიფიკაციო გამოცდისათვის მოსამზადებელი კურსი და აქვე ჩააბაროთ გამოცდა ვინაიდან კომპანია არის კემბრიჯის მიერ აკრედიტირებული საგამოცდო ცენტრი და აგერ უკვე მეოთხე წელია წარმატებით ართმევს თავს ამ მეტად საპასუხისმგებლო მოვალეობას. 2015 წელს  კომპანიამ შეძლო მოეპოვებინა  CELTA-სტრეინინგების ჩატარების ლიცენზია და იმავე ზაფხულს ჩაატარა ორი ტრეინინგი ბრიტანელი ტრენერების მორგან კოქსის და კლაუდია როსის დახმარებით. ტრეინინგი 4 კვირიანია და მოითხოვს მონაწილეთა სერიოზულ ძალისხმევას. დაინტერესებულმა პირებმა კარგად იციან, რომ CELTA სერტიფიკატი უფლებას აძლევს მის მფლობელს დაიწყოს ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.

ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამების ჩამონათვალი:

  • ზოგადი ინგლისური ენის კურსი
  • YLE, PET, KET, FCE, CAE, CPE, BEC, IELTS, TOEFL მოსამზადებელი პროგრამები და გამოცდა
  • სასაუბრო ინგლისურის ინტენსიური კურსი
  • აკადემიური ინგლისური
  • სააბიტურიენტო პროგრამა
  • საქმიანი ინგლისური
  • პედაგოგთა კემბრიჯის კვალიფიკაციის TKT მოსამზადებელი პროგრამა და გამოცდა
  • ინგლისური ენის პედაგოგთა გადამზადების პროგრამა მოქმედი და  დამწყები პედაგოგებისთვის

2016 წლის ზაფხულში იგეგემება CELTA   ტრეინინგები:

  1. 20 ივნისი – 15 ივლისი
  2. 18 ივლისი – 05 აგვისტო
  3. 08 აგვისტო – 02 სექტემბერი

მეცადინეობას გაუძღვებიან ბრიტანეთიდან მოწვეული ტრენერები

კომპანიის დაარსების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2016 წელს  ყოველი თვის 20 რიცხვში ზოგადი ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებზე დარეგისტრირებული პირები ისარგებლებენ 20% ფასდაკლებით.

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ETI Georgia საზაფხულო სკოლა მოზარდთათვის, რომელიც ტარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ივნისის ბოლოდან და საშუალებას აძლევს მომავალ თაობას გაიუმჯობესონ სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნის დონე მათთვის შემუშავებული ინტენსიური პროგრამისა  და ბრიტანელ და ამერიკელ პედაგოგებთან ურთიერთობის საფუძველზე.