Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO
 
უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO

ჩვენ შესახებ:
უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO უკვე 14 წელია ერთგულად ემსახურება ქართველ და უცხოელ მსმენელებს. დაფუძნების დღიდან მოყოლებული, სასწავლო ცენტრმა გადაამზადა 10 ათასობით ადამიანი. ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით, მსმენელთაგან დასაქმებული არის  40%.

ჩვენი მიზანია მსმენელთა მოსამზადებლად გამოვიყენოთ ყველა ინოვაციური მეთოდი და თანამედროვე სტანდარტი.

აკადემიის მუდმივ წარმატებას ხელს უწყობს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, მეცნიერებათა დოქტორები და პროფესორები. სასწავლო პროგრამა მორგებულია მსმენელთა მოთხოვნაზე. მეცადინეობები არის ინდივიდუალური და ინტერაქტიული. UNIKO გთავაზობთ ხელსაყრელ ფასებს, ინფრასტრუქტურას და ადგილმდებარეობას.

„უნიკოს“ აკადემიაში თქვენ შეიძენთ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, განვითარდებით, როგორც პროფესიონალი, გაიღრმავებთ არსებულ რესურსებს, იპოვით სასურველ საქმიანობას, გახდებით კონკურენტუნარიანი და გაიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას.

ჩვენთან მიმდინარეობს მრავალდარგობრივი სასწვლო კურსები, ტრენინგები, ლექციები და მასტერკლასები. კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა გაიაროთ სტაჟირება ბანკებში, აფთიაქებში, რედაქციებსა თუ სხვადასხვა ოფისებში. ეს კი წარმატების უპრეცედენტო შანსია.

UNIKO აკადემიის კურსები უნივერსალურია: აბიტურიენტების მომზადება, სტუდენტთა გადამზადება თუ ნებისმიერი მსმენელის ინდივიდუალური მეცადინეობა.

აკადემია მსმენელებს ეხმარება თავი დაიმკვიდრონ მუდმივად ცვალებად გარემოში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

ჩვენთან სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომია, ხარისხი კი ფასზე მაღალი.

უპასუხე თანამედროვე გამოწვევებს !

ისწავლე კომპიუტერული პროგრამები – პროფესიონალურ დონეზე !

აირჩიე აკადემია “UNIKO” ყველაზე პრესტიჟული, სტაბილური და გამოცდილი ტრენინგ-ცენტრი საქართველოში !

უნივერსალური ცოდნის აკადემია “UNIKO” გთავაზობთ შემდეგ ტრენინგ კურსებს:

  • MS OFFICE 2007, MS OFFICE 2010; გაძლიერებული Excel;
  • გრაფიკული: Photoshop, CorelDraw, InDesign,, Adobe Premiere, Peij-meiker, 3D max, AutoCad, ArchiCad;
  • IT –  ინჟინერია
  • უცხო ენები: ინგლისური ; გერმანული; რუსული; ფრანგული; იტალიური; ესპანური; თურქული; იაპონური; არაბული
  •  ბიზნეს – სამედიცინო – ტურისტული ინგლისური
  • ბუღალტერია თეორიული კურსი და კომპიუტერული პროგრამები ,, ORIS’’ Superfain” და ,,Info” (პრაქტიკას გაივლით აუდიტორიულ – ბუღალტრულ ფირმაში, უშუალოდ თქვენ გააკეთებთ ყველა ორგანიზაციის ბუღალტერიას, იმუშავებთ rs.ge-ზე)
  • ამერიკული ბუღალტერია
  • საერთაშორისო ბუღალტერიის სწავლების უმაღლესი დონე, როგორც ინგლისურ, ასევე ქართულ ენაზე: ბუღალტერია: ამერიკული მეთოდი (ინგლისურად), ACCA-მეთოდი (ინგ, ქართ) F1; F2; F3… F7, მიკრო და მაკრო ეკონომიკა (ინგლისურად), შევასწავლით ნებისმიერ ბუღალტერიას ინგლისურ ენაზე, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სახელმძღვანელოთი, ბიზნეს ინგლისური, ინგლისური ენა ბუღალტრებისთვის
  • აუდიტი
  • საბანკო საქმე (უფასო სტაჟირება ბანკში)
  • ფარმაციის კურსი + გადაუდებელი სამედიცინო დახმარება + კოსმეტოლოგია (უფასო სტაჟირება აფთიაქში)
  • ჟურნალისტიკა (უფასო სტაჟირება ტელევიზიაში)
  • მეტყველების კულტურა
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • PR-მენეჯმენტი
  • ოფის მენეჯერი
  • HR- მენეჯმენტი
  • ავტომანქანის მართვის შემსწავლელი კურსები (თეორია, პრაქტიკა)

მეცადინეობა მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ისე 2-4-10 კაციან ჯგუფში. კურსის ბოლოს ჩატარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი დონის ორ ენოვანი სერთიფიკატი.

სასიამოვნო გარემო. გულისხმიერი პედაგოგები, მეგობრული ატმოსფერო. რაც მთავარია, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა მაღალი შედეგის გარანტიას იძლევა!