Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ტრეინინგ ცენტრები > Civitas Georgica – კივიტას გეორგიკას

 
Civitas Georgica – კივიტას გეორგიკას

ჩვენს შესახებ:
საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა” 1996 წელს დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომელთაც სწამთ, რომ საქართველო ევროპულ ფასეულობათა ქვეყანაა. “კივიტას გეორგიკა” პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ჩამოყალიბების დღიდან მუშაობს ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის საკითხებზე.

ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული და ეფექტური თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, წავახალისოთ საზოგადოებრივი აქტიურობა და მონაწილეობა. ამ ამოცანის მიღწევა წარმოუდგენელია იმ ადამიანების გაერთიანების გარეშე, ვინც მზადაა თავისი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ დევიზად “თანამშრომლობა განვითარებისათვის”.

ჩვენი მისიაა:
ორგანიზაციის მისიაა საქართველოში ღია, ეფექტური და დემოკრატიული მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა; საზოგადოების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის დონის ამაღლება და თემის განვითარების მხარდაჭერა.

საქმიანობა:
* ტრეინინგი
* კონსულტაცია
* ინტერესთა დაცვა & ლობირება
* კვლევა & ანალიზი

ტრეინინგები:
ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ადამიანური რესურსების განვითარების მხარდაჭერა სათანადო ტრენინგების მეშვეობით.

კივიტას გეორგიკას” ჰყავს ტრენერთა კვალიფიციური გუნდი, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

1. ადგილობრივი მმართველობის ზოგადი მართვა
2. ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადება
3. ტრენერთა ტრენინგი (TOT)
4. ადამიანური რესურსების მართვა
5. შესრულების მენეჯმენტი
6. საზოგადოებრივი ურთიერთობები
7. სამოქალაქო მონაწილეობა
8. კოალიციის შექმნა და საქმიანი კავშირების დამყარება
9. საგრანტო და ბიზნეს განაცხადების მომზადება
10. NGO/CBO მენეჯმენტი
11. მონაწილეობითი დაგეგმარება
12. კომუნიკაცია და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები
13. საჯარო პოლიტიკა (საბაზისო კურსი)
14. ინფორმაციის მართვა
15. ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება

ჩვენმა ტრენერებმა ასევე დაამუშავეს და მოამზადეს სპეციალური ტრენინგ-კურსები საქართველოს ადგილობრივი მმართველობის სფეროში.

ეს ტრენინგ-კურსები ეყრდნობა ჩატარებულ საჭიროებათა შესწავლას და მიმართულია საზოგადოებრივი მომსახურების გაიაფებისა და მოხელეთა კვალიფიკაციის გაზრდისაკენ. ეს ტრენინგ-კურსებია:
1. როგორ მივაღწიოთ გამჭვირვალობას ადგილობრივ მმართველობაში
2. ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრების ჩამოყალიბება და მართვა
3. ადგილობრივი ბიუჯეტის გამჭვირვალობა
4. ადგილობრივ დონეზე კორუფციასთან ბრძოლა
5. როგორ ჩავრთოთ მოქალაქეები ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღებაში
6. ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს წევრთა როლი და პასუხისმგებლობა
7. ადგილობრივი საჭიროებების სტრატეგიული დაგეგმარება
8. ინფორმაცია ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
9. საჯარო პოლიტიკის ფორმულირება
10. ფინანსური პოლიტიკის ფორმულირება