Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud როგორ გავხდეთ სასურველი კანდიდატი MBA პროგრამისთვის? – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

როგორ გავხდეთ სასურველი კანდიდატი MBA პროგრამისთვის?


faqs-MBA

 

ეს სტატია განკუთვნილია მათთვის ვისაც დიდი სურვილი აქვს გაიაროს MBA პროგრამა ვინც უკვე რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით. MBA (The MBA – Master of Business Administration) პროგრამები XX საუკუნის პირველი ნახევრიდან ჩნდება ამერიკაში. 60-იან წლებში ასეთი ტიპის პროგრამებით სწავლება ევროპაშიც დაიწყო, 80-იანი წლებიდან კი ის პოპულარული გახდა.

MBA პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს გახდეს ამ პროგრამის მონაწილე განსაკუთრებით კი მსოფლიოს წამყვან ბიზნესსკოლებში, როგორებიცაა ჰარვარდი, სტენფორდი, ლონდონის ბიზნესსკოლა, მანჩესტერის ბიზნესსკოლა და ა.შ. ეს პროგრამები პოპულარული ხდება საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში უკვე ბევრი ადამიანი ოცნებობს საზღვარგარეთ MBA პროგრამის გავლას. ზოგს ოცნება აუხდა, ზოგმა კი ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა.

როგორც წესი, MBA პროგრამაზე მოხვედრა ბიზნესსკოლებში რთული პროცედურაა (განსაკუთრებით წარმატებულ სკოლებში) და რამდენიმე ეტაპისაგან შედგება. დასკვნითი ეტაპია გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან, რომელმაც საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, თქვენი სკოლაში მოხვედრა_არმოხვედრის ბედი.

ბიზნესსკოლების MBA პროგრამის შესარჩევი კომისია ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანდიდატის როგორც აკადემიურ დონეს და პროფესიულ მხარეს, ისე მის პიროვნულ თვისებებს. რეალობაში არსებობს ძალიან ბევრი მეთოდი, რათა დაანახვოთ (უფრო სწორად, მოაჩვენოთ) მათ, თუ რამდენად კარგი კანდიდატი ხართ. გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ, რომ ასეთი მეთოდების გამოყენებაზე ბევრად უკეთესია, კარგად გააცნობიეროთ თუ რა ცოდნა, რა მიზნები გაქვთ და გქონდეთ საკმარისი არგუმენტები საიმისოდ, რომ თქვენ ამ სკოლას შეეფერებით.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე რჩევა რომელთა გათვალისწინება კარგი იქნება, როდესაც თქვენ წარსდგებით MBA პროგრამის შერჩევი კომისიის წინაშე:

1. იყავით პატიოსანი
მიმღები კომისია ყოველთვის დაკომპლექტებულია პროფესიონალებით. ისინი სწრაფად ხვდებიან, როდესაც კანდიდატი ლაპარაკობს არა რეალობაზე, არამედ მხოლოდ იმასზე, რაც კომისიას ესიამოვნება. ამისა ნაცვლად, ილაპარაკეთ იმაზე, თუ, რატომ გინდათ ამ პროგრამით სწავლა, რა არის თქვენი მიზნები და შთაგონების წყარო, რისი მიღწევა გინდათ კარიერული თვალსაზრისით, რატომ შეარჩიეთ ეს სკოლა და პროგრამა. ამ საკითხებთან დაკავშირებით რეალური და კარგად არგუმენტირებული მოსაზრებების ქონა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ არ დაზოგოთ დრო, დაფიქრდით და ეცადეთ თითოეულ საკითხზე გქონდეთ კარგად ჩამოყალიბებული 3 არგუმენტი მაინც.

2. იყავით რეალისტი
ერთია თქვათ, რომ გსურთ გახდეთ პროფესიონალი მზარეული, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად მიღწევადია ეს თქვენს პირობებში. თუ თქვენ ერთი კერძიც კი არ გაქვთ ცხოვრებაში მომზადებული, მაშინ შესაძლოა, რეალობას აცდენილი ხართ. უჯობესია კარგად შეაფასოთ თქვენი კარიერული მიზნები თქვენს გამოცდილებასთან და უნარებთან შედარებით.

თვითშეფასებისათვის დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
* რატომ ვარ დარწმუნებული რომ MBA პროგრამა საჭიროა ჩემთვის?
* რა მაქვს საერთო MBA -ს სხვა კანდიდატებთან?
* რა ტიპის სამუშაო შემეფერება MBA -ს დამთავრების შემდეგ ჩემი ძლიერი მხარეებიდან, ინტერესებიდან, შესაძლებლობებიდან და სამუშაო უნარებიდან გამომდინარე?
* რა სახის ბიზნესსკოლები, კომპანიები და კორპორატიული კულტურებია ყველაზე მეტად ჩემთვის შესაფერისი?

3. არ ილაპარკოთ მხოლოდ იმაზე, თუ რისი მიღება გსურთ ამ პროგრამისაგან, არამედ იმაზეც, თუ რა სარგებელს მიიღებს თქვენი სახით სკოლა
თანაჯგუფელები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირებული ნაწილია MBA პროგრამით სწავლის პროცესში. პროგრამის დამთავრებულთა გამოკითხვებმა აჩვენა რომ სწავლის ხარისხისათვის კრიტიკულია, თანჯგუფელებს შორის გამოცდილების გაზიარება. დიდი მნიშვნელობა აქვს თუ, შემდგომში როგორ ადამიანებთან გექნებათ კავშირი და განვითარებული ურთიერთობა.

შეეცადეთ, დაანახვოთ შესარჩევ კომისიას, რომ თქვენ ღირებული წევრი იქნებით იმ საზოგადოებისათვის. კარგი იქნება, თუკი ყურადღებას შემდეგზე გაამახვილებთ:
* იმ განსხვავებულ ცოდნასა და გამოცდილებაზე, რითაც თქვენ გამოირჩევით სხვა ქვეყნის კანდიდატებისაგან;
* იმ კომპეტენციებზე, რაშიც მიგაჩნიათ რომ ექსპერტი ხართ;
* იმ კავშირებზე, რასაც მიიღებენ თქვენგან თანაჯგუფელები თქვენს ქვეყანაში საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად.

4. იცოდე რაც შეიძლება მეტი იმ ბიზნესსკოლისა და მისი სასწავლო პროგრამის შესახებ, სადაც წასვლას აპირებთ
კომისიის წევრებს სურთ დარწმუდნენ, რომ თქვენ კარგად იცნობთ სკოლას და გააზრებულად შეაჩერეთ მასზე არჩევანი. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი იცოდეთ ამ სკოლისა და პროგრამის შესახებ. ამისათვის გამოიყენეთ შემდეგი საშუალებები:
* ყურადღებით და ზედმიწევნით გაეცანით სკოლის ინტერნეტგვერდს;
* გაეცანით ამ სკოლასთან და პროგრამასთან დაკავშირებულ სტატიებს;
* ეცადეთ გამონახოთ თქვენი თანამემამულე, რომელსაც ამ სკოლაში გავლილი აქვს ანალოგიური ან სხვა ტიპის პროგრამა;
* გამოიწერეთ ამ სკოლასთან დაკავშირებული ბროშურები ან წიგნები;
* გაეცანით ამ სკოლასთან და პროგრამასთან დაკავშირებულ რეიტინგებსა და შეფასებებს სხვადასხვა ინტერნეტგვერდებზე (მაგ: www.ft.com www.businessweek.com).

5. ყურადღება მიაქციეთ სკოლის კულტურასა და კორპორატიულ ფასეულობებს
ის, თუ რამდენად შეესაბამებით ამ სკოლას, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თავად სკოლის კულტურა და ფასეულობები. კომისიის წევრები ყურადღებას აქცევენ, თუ რამდენად კომფორტულად იგრძნობთ თავს და რამდენად განვითარდებით ამ საზოგადოებაში, რამდენად ბევრ სარგებელს წაიღებთ იქიდან.

კულტურული თავისებურებები მოქმედებს არა მარტო სკოლაში ჩაბარებასთან, არამედ შემდგომ კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზეც. სხვადასხვა დარგში მოღვაწე კომპანიებს სხვადასხვა უნიკალური კულტურა აქვთ. შესაბამისად გაიაზრეთ რა ტიპის დარგში ან კომპანიაში აპირებთ სამომავლოდ მუშაობას. ამისათვის საჭიროა მხოლოდ დაფიქრდეთ თქვენს არჩევანზე დარგთან, სპეციალობასთან დაკავშირებით და შემდეგ შეარჩიოთ ის სკოლა, რომელიც ყველაზე უფრო მეტად აკეთებს ამ მიმართულებით აქცენტებს. სკოლის კულტურის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ანალოგიური საშუალებებით, რაც ზემოთაა მოცემული. დამატებით თუ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ, მოინახულეთ სკოლის კამპუსიც, რაც კიდევ უფრო დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

გისურვებთ წარმატებულ არჩევანს.

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/
http://credit-n.ru/zaymyi-next.html