Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


23/07/2021 - 30/09/2021


  პროგრამის აღწერა


ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.

12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის. სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ვებ.გვერდზე: www.msmt.cz/eu-and-international-affairs