Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Coastal Carolina University
 
Coastal Carolina University

თარიღი: 13.11.2021

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:

https://us02web.zoom.us/j/87499447034?pwd=QURtRjAzRTZuVkVYUWNmTEc1UzAxQT09

Meeting ID: 874 9944 7034

Passcode: 968198

 

პრაქტიკული სასწავლო შესაძლებლობები 128 აკადემიურ პროგრამასთან ერთად სანაპირო კაროლინას უნივერსიტეტში შენთვისაა!

Coastal Carolina University სტუდენტებზე ფოკუსირებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სანაპიროებით, გოლფის კურსებით და ისტორიული რაიონებით ცნობილ,  აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს.  სანაპიროზე მდებარე  უამრავი  ჯანდაცვის სამსახური და საერთაშორისო კომპანია ხელს უწყობს სტუდენტებს კვლევითი პროექტებსა და სტაჟირებაში, აღარაფერი რომ ვთქვათ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დასაქმებაზე.

60-ზე მეტი ქვეყნიდან წარმოდგენილი სტუდენტები და ფაკულტეტი ცდილობს რომ 10 000-ზე მეტი სტუდენტი და ახლომდებარე საზოგადოება უზრუნველყოს გლობალური  პერსპექტივებით მიმდინარე თემებსა და საგანმანათლებლო იდეებზე.   უნივერსიტეტში მდებარობს ცოცხალი ლაბორატორია , სახელად უატის აილენდ, სადაც სტუდენტები მონაწილეობას იღებენ აშშ-ში, სანაპიროს მდგრადობაში შემოთავაზებულ პირველ პროგრამებსა და საზღვაო მეცნიერებების კვლევების წამყვან პროგრამებში, რომლებიც განკუთვნილია  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის.  ჩვენი ბიზნესის კოლეჯს გავლილი აქვს AACSB აკრედიტაცია შემდეგ პოპულარულ საგანმანათლებლო პროგრამებში:  სტუმართმოყვარეობა, კურორტებისა და ტურიზმის მენეჯმენტი და ფლობს 18  PGA სერტიფიცირებულ გოლფის მართვის საგანმანათლებლო პროგრამას აშშ-ში.  ჰუმანიტარულ მეცნიერებებისა და სახვითი ხელოვნების კოლეჯის თეატრალური პროგრამები, აშშ-ს მოწინავე 25 პროგრამაში შედის და სთავაზობს ბაკალავრის ხარისხს სახვით ხელოვნებაში, გარდა ამისა, სხვა სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა შემოუერთდნენ ციფრული კულტურისა და დიზაინის უნიკალურ პროგრამას , რომელიც კურსდამთავრებულებს ტექნოლოგიის, გრაფიკული დიზაინისა და კომუნიკაციების გარდა,  სხვადასხვა  პროფესიული უნარებით უზრუნველყოფს.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სამი წლის განმავლობაში მოიპოვონ ბაკალავრის ხარისხი სამ საგანმანათლებლო პროგრამაში და მიიღონ მაგისტრის ხარისხი ოთხ პროგრამაში. ტრადიციული კოლეჯების პროგრამებისგან განსხვავებით,  დაჩქარებული ხარისხის აღიშნული პროგრამები ამცირებს დროს, რაც სტუდენტს სჭირდებოდა ხარისხის მისაღებად.  

როგორც ხედავთ, Coastal Carolina University ყველას რაღაცას სთავაზობს. შემოუერთდით სხვებს, რომლებსაც Coastal Carolina University-ში სწავლამ და ზრდამ მისცა შესაძლებლობა გამხდარიყო გლობალური მოქალაქე და გაეუმჯობესებინა  არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ხალხის ცხოვრებაც მსოფლიოს მასშტაბით.