![]() |
![]() | ![]() |


დუბაის მიდლსექსის უნივერსიტეტი (Middlesex University Dubai (MDX) არის საერთაშორისოდ ცნობილი ლონდონის მიდლსექსის უნივერსიტეტის (Middlesex University London) უცხოური კამპუსი. კამპუსს, რომელიც გაიხსნა 2005 წლის იანვარში, ჰყავს 118-ზე მეტი ეროვნების 4500-ზე მეტი სტუდენტი და სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს სხვადასხვა მრავალრიცხოვან საგნობრივ სფეროებში; ის ასევე არის პირველი და ერთადერთი უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობთ LLB (ბრიტანეთში კვალიფიცირებული სამართალი) ხარისხს აუდიტორული სწავლებით.
მიდლსექსის უნივერსიტეტი არის გლობალური უნივერსიტეტი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საერთაშორისო და კულტურულად მრავალფეროვანი სპექტრის სტუდენტების საჭიროებების და ამბიციების დაკმაყოფილება, ინოვაციურ კვლევებზე, გრანტებსა და პროფესიულ პრაქტიკაზე დამყარებული აკადემიური პროგრამების მიწოდებით. MDX ამზადებს თავის სტუდენტებს, რომ იყვნენ პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანები, რომლებიც მორგებულნი არიან თანამედროვე სამყაროზე, მოწადინებულები არიან მთელი ცხოვრების განმავლობაში შემეცნებისთვის და შეუძლიათ წვლილი შეიტანონ იმ საზოგადოებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ და მუშაობენ.
გარდა იმისა, რომ დუბაის კამპუსის სტუდენტები სარგებლობენ ბრიტანულ უნივერსიტეტთან ასოცირებული ყველა უპირატესობით, ასევე მათ აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ ქალაქის შუაგულ ცენტრში! ჩვენი ძირითადი კამპუსი მდებარეობს დუბაის ცოდნის პარკში, რომელიც იკავებს მაღალტექნოლოგიურ საკლასო ოთახებს და სასწავლო ზონებს სამ შენობაში. ჩვენი მეორე კამპუსი განლაგებულია დუბაის საერთაშორისო აკადემიურ ქალაქში, უახლესი ტექნოლოგიებით, სასწავლო ლაბორატორიებითა და დამოუკიდებელი სასწავლო სივრცეებით.
პროგრამების და გრანტების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mdx.ac.ae