გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის, ვინც გერმანულს სწავლობს ან ასწავლის. ის მდებარეობს გოეთეს ინსტიტუტის შენობაში - კაფეტერიის თავზე.
ბიბლიოთეკა სპეციალიზებულია აქტუალურ სასწავლო და მეთოდურ მასალებზე გერმანიიდან და მკითხველებს სთავაზობს ადგილს, სადაც შესაძლებელია მშვიდ ატმოსფეროში სწავლა და მუშაობა.
გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს აქ დახვდებათ ბევრი საინტერესო მასალა, რომლის ადგილზე გამოყენება ან სახლში უფასოდ გატანა არის შესაძლებელი. ესენია:
- სასწავლო წიგნები (გრამატიკის სახელმძღვანელოები თუ სავარჯიშოები, ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა და სხვა),
- გამოცდებისათვის მოსამზადებელი წიგნები,
- ცნობარები და ლექსიკონები,
- აუდიო-ვიზუალური სასწავლო მასალა (CD-ROM-ები, აუდიოდისკები),
- DVD დისკები.სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის მასწავლებლებს ბიბლიოთეკა დარგობრივ ლიტერატურასა და ამასთანავე, მკითხველს აქ დახვდება გამორჩეული, ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურა გერმანიიდან (ილუსტრირებული წიგნები პატარებისთვის, ზღაპრებისა თუ მოთხრობების კრებულები, საგნობრივ-საინფორმაციო წიგნები და წიგნები დამწყები მკითხველებისათვის). მშობლებს ვთავაზობთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ბიბლიოთეკაშივე, ან გაიტანონ წიგნები სახლში.გერმანული ენის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო აქტუალურ მასალას სთავაზობს.
ახალი წიგნები და სხვა მასალა ბიბლიოთეკაში
ახალი ფილმები ბიბლიოთეკაში (2014 წ. იანვარი) (PDF 168 KB)
ახალი დისკები და აუდიოწიგნები ბიბლიოთეკაში (2013 წლის ივნისი) (PDF 148 KB)
ახალი წიგნები ბიბლიოთეკაში (2013 წლის მაისიდან) (PDF 150 KB)
ახალი ფილმები ბიბლიოთეკაში (მირებულია 2013 წ. იანვარში) (PDF 159 KB)
ახალი დისკები გერმანული ენის შემსწავლელთათვის (შეძენილია 2012 წ. შემოდგომაზე) (PDF 156 KB)
თბილისში მოქმედებს სხვა ბიბლიოთეკაც, რომელიც მკითხველებს აქტუალურ ლიტერატურას სთავაზობს გერმანიიდან - ესაა გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი:
გერმანული სამკითხველო დარბაზი (ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ბიბლიოთეკა).
- გერმანულენოვან წიგნებს გერმანულ საზოგადოებაზე, გერმანიის პოლიტიკასა და სოციოლოგიაზე, ეკონომიკასა და სამართალზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე,
- წიგნებს ხელოვნებაზე,
- გერმანულ გამოცემებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ,
- ჟურნალებს,
- ფოლკსვაგენის ფონდისა და გიოტინგენის სამხარეო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გერმანულენოვან CD-ROM-ებს,
- მუსიკალურ კომპაქტ.-დისკებსა და აუდიო-წიგნებს,
- ვიდეოკასეტებსა და DVD დისკებს.
შესაძლებელია მათი სახლში გატანა.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში გერმანული სამკითხველო დარბაზის ფონდიცაა განთავსებული.