Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud

> ბეჭდვა > სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
  • სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
  • გიორგი სააკაძის დაღმართი 10, თბილისი 0160
  • +995 322 222856
  • info@spl.ge
  • http://www.spl.ge/
სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა
„სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა“ პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების საგანმანათლებლო ცენტრია, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ლიბერალურ-დემოკრატიულ ფასეულობების, თავისუფლების მატარებელი იდეების, ეროვნული ერთობისა და დამოუკიდებლობის, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და პროგრესის განვითარებას ქართულ საზოგადოებასა და მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ბიბლიოთეკის საქმიანობა დაეხმარება ახალგაზრდა თაობას საღი აზროვნების ჩამოყალიბებაში; ხელს შეუწყობს გახდნენ აქტიური მოქალაქეები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება, და საერთო ღირებულებებზე და ინეტრესებზე დაყრდნობით ითანამშრომლონ საკუთარი მომავლის ასაშენებლად. ჩვენ გთავაზობთ: პოლიტიკის და სოციალური მეცნიერებების, არქიტექტურის და დიზაინის სრულყოფილ სამეცნიერო საბიბლიოთეკო რესურსებს; თანამედროვე სადისკუსიო პლათფორმიას ახალგაზრდა თაობისა და აქტიური მოქალაქეებისათვის; აქტიური მოქალაქეების ქსელის განვითარების ხელშეწყობას საქართველოსა მასშტაბით; აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევარებისათვის; საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივ და უცხოურ მედიასა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მკვლევარებისათვის.