Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Georgian College
 
Georgian College

ჩვენი სასწავლებელი ხელს უწყობს სტუდენტების წარმატებულ სწaვლებას და კარიერას. სასწავლებელს ჰყავს 11,000 სტუდენტი, მათ შორის 3500 საერთაშორისო სტუდენტია. 125-ზ მეტი სასწავლო პროგრამა ისწავლება 7 სხვადასხვა ლოკაციაზე: Barrie, Midland, Muskoka (Bracebridge), Orangeville, Orillia, Owen Sound and South Georgian Bay (Collingwood).

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ როგორც სრულ, ასევე ნახევარ განაკვეთზე.

ჩვენი სასწავლებელი წარმოადგენს პირველ კოოპერატიულ კოლეჯს ონტარიოში, რომელსაც ჰყავს ყველაზე მეტი კოოპერატიული პროგრამების სტუდენტი (5,000+) და ჰყავს 6200 პარტნიორი დამსაქმებელი.

დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე ონტარიოს 22 ინგლისურენოვან კოლეჯებს შორის.

ჩვენი პროგრამების უმრავლესობა საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულებს კვალიფიკაცია აიმაღლონ შესაბამის პროგრამებში. ჩვენ გვაქვს 590-ზე მეტი შეთანხმება მსოფლიოს 56 ინსტიტუტთან.

ყველა პროგრამა შექმნილია საზოგადოების და ინდუსტრიის ლიდერებთან პარტნიორობით. ჩვენ გვაქვს ღრმა ინდუსტრიული კონტაქტები განსაკუთრებით კანადის საავტომობილო ბიზნეს სკოლასთან, საზღვაო მომზადებისა და კვლევის ცენტრთან, ჯანმრთელობისა და მეცნიერების სადლონის ცენტრთან.

2016 წლის მონაცემებით, საერთაშრისო სტუდენტების კმაყოფილების კვლევის მიხედვით, ჩვენი კოლეჯი დასახელდა პირველ ადგილზე ონტარიოს 11 კოლეჯს შორის, ხოლო მე-6 ადგილზე მსოფლიოს 182 სასაწავლებელს შორის.

ჩვენი სასწავლებელი წარმოადგენს ეკონომიკის განვითარების კატალიზატორს, რომელიც ზრუნავს საზოგადოების სოციალური და კულტურული კეთილდღეობისთვის. ამ ეტაპზე კოლეჯს ჰყავს 2600 თანამშრომელი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ. ფოსტა: inquire@georgiancollege.ca

ვებ-გვერდი: www.georgiancollege.ca