ანა ჯობავა იმ სტუდენტთა რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ონლაინ კურსები უკვე გაიარა. მისი აზრით ეს მეთოდი საკმაოდ წარმატებულია მათთვის ვინც მუშაობს, განიცდის დროის დეფიციტს და ამავდროულად სხვა უნივერსიტეტის დასწრებული სტუდენტია. “ონლაინ სწავლება სტუდენტს აძლევს საკუთარი განრიგის უფრო მოხერხებულად ფორმირების საშუალებას. რა თქმა უნდა ამ პროგრამას თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ გაურკვევლობის შემთხვევაში სტუდენტს არ ეძლევა კითხვის დასმის საშუალება”,– ამბობს ჯობავა.
თუმცა, გამოსავალი გარკვეულწილად აქაც მოინახა. სტუდენტებთან ინტერაქტიული ურთიერთობისთვის ზოგიერთი ინტერნეტ-პედაგოგი გარკვეული პერიოდულობით მართავს ვიდეო, სატელეფონო ან ვებ-კონფერენციების, სადაც აქტიურად გამოიყენება ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებები, როგორიცაა მაგალითად “სკაიპი”.
სასწავლო და დასაქმების პროგრამების საერთაშორისო ასოციაციის თავჯდომარის გოჩა გოგუაძის თქმით, ონლაინ სწავლებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაახლოებით 1986-87 წლებიდან მოიკიდა ფეხი. “შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის სწავლება გახდა უმაღლესი განათლების, სტაჟირებისა და პროფესიონალური ზრდის ერთ-ერთი ფორმა”, – ამბობს გოგუაძე.
მისი თქმით, ამ მეთოდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ერთდროულად რამდენიმე უნივერსიტეტში ისწავლოს. “როდესაც მე ვიყავი სტუდენტი 1989 წელს, ონლაინ რეჟიმში ვსწავლობდი “კალიფორნია დევისის” სხვადასხვა ფაკულტეტზე და ამავდროულად ვიყავი კალიფორნია ბერქლის დასწრებული სტუდენტი. ეს საუკეთესო საშუალება იყო ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მიმეღო განათლება”.
ონლაინ სწავლა შედარებით იაფი ჯდება, ვიდრე ადგილზე სწავლა და კურსდამთავრებულს ზუსტად ისეთივე დიპლომი ეძლევა, როგორსაც ის მიიღებდა ადგილზე, დასწრებული კურსის დამთავრების შემთხვევაში. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თავისით დარეგისტრირდეს ინტერნეტის მეშვეობით, კურსის დამთავრების შემდეგ კი საბოლოო გამოცდას აბარებს ბრიტანეთის საბჭოში საქართველოში, ან ზოგ შემთხვევაში ინდივიდუალურად ინტერნეტის მეშვეობით.
საქართველოში ამ სისტემამ პოპულარობა ვერ მოიპოვა. არჩევანის წინაშე მდგარი ადამიანები თითქმის ყოველთვის ადგილზე სწავლას ამჯობინებენ. “შეიძლება მართლაც კარგი იყოს ონლაინ რეჟიმში სწავლა, მაგრამ მე მაინც ადგილზე ვამჯობინებ განათლების მიღებას, ჯერ ერთი ლექტორთან უშუალო კომუნიკაცია ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და მეორეც სწავლასთან ერთად უცხო ქალაქში ახალ მეგობრებსა და ნაცნობების გარემოცვაში ვიცხოვრებ, რაც ჩემი აზრით ძალიან კარგია” -ამბობს მეოთხე კურსის სტუდენტი თეონა მაღრაძე.
აღნიშნული მეთოდისადმი ინტერესის ნაკლებობას არა მარტო ახალგაზრდებში, არამედ პროფესორ-მასწავლებლებშიც ბევრი ხსნის იმით, რომ საზოგადოება არასწორად არის ინფორმირებული, ან, უფრო მეტიც, ბევრს საერთოდ არც სმენია ამასთან დაკავშირებით არაფერი.
მეორე კურსის სტუდენტ დათო ნამთალაშვილს არაფერი აქვს საწინააღმდეგო დისტანციური სწავლის მეთოდისა, მაგრამ არც მკაფიო წარმოდგენა აქვს იმის თაობაზე, თუ როგორ მუშაობს ეს მეთოდი. “ბუნდოვნად მსმენია ამის შესახებ, მაგარამ ნათელი წარმოდგენა არ მაქვს. რატომაც არა ვისურვებდი ამ მეთოდით სწავლას, მე ვფიქრობ უფრო მეტი დროის დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა, იმიტომ რომ მიჯაჭვული არ იქნები რაღაცა ერთ კერძო სექტორთან და შეგეძლება თან ისწავლო და თან სასურველი სხვა საქმე აკეთო”, – ამბობს ნამთალაშვილი.
დათოსაგან განსხვავენით მესამე კურსის სტუდენტ მინდია მინდიაშვილს არც არაფერი სმენია სწავლის აღნიშნულ მეთოდთან დაკავშირებით და არც იცის სად შეიძლება ინფორმაცია მოიძიოს. “არაფერი გამიგია ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით და წარმოდგენაც არ მაქვს სად შეიძლება გავიგო ამაზე რამე”.
სტუდენტებთან საუბრიდან ჩანს, რომ საზოგადოება ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცაღა საწინააღმდეგო არც არაფერი აქვს. ზოგისთვის ეს მოსაწონია, ზოგისთვის არა და მაინც არჩევანის წინაშე რომ დააყენო, თითოეულ მათგანი საზღვარგარეთ წასვლასა და ადგილზე სწავლას ამჯობინებს.
ცნობილი უნივერსიტეტების და ორგანიზაციების ონლაინ კურსები:
ბრიტანეთის საბჭოები: www.britishcouncil.org/ge-education-distance-learning-courses.htm
კოლუმბიის უნივერსიტეტი: www.cvn.columbia.edu/
ბი-ბი-სი: www.bbctraining.com/
ჰარვარდი: www.extension.harvard.edu/DistanceEd/
მისურის უნივერსიტეტი: www.cdis.missouri.edu/
*** გაინტერესებთ სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები? ეწვიეთ ვებ-გვერდს Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***
დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/
http://credit-n.ru/zaymyi-next.html