Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud როგორ მოვემზადოთ GMAT-ის ვერბალური ნაწილისთვის

როგორ მოვემზადოთ GMAT-ის ვერბალური ნაწილისთვის


Exam

დღეისათვის უამრავი მენეჯერის ოცნება თუ სურვილია, რომ მიიღოს დასავლური განათლება, კონკრეტულად კი, MBA კურსი გაიაროს რომელიმე ტოპ ბიზნესსკოლაში. იქ მოსახვედრად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი GMAT (Graduate Management Admission Test) ტესტის შედეგებია.

ამ ტესტისათვის მოსამზადებლად უამრავი გზა არსებობს: სასწავლო ცენტრები, კერძო მასწავლებლები თუ ინტერნეტ ონლაინ კურსები. თუმცა, GMAT-ის ექსპერტების აზრით, მომზადება უფასოდაც შეგვიძლია, თუ ამ საქმეს დამოუკიდებლად, მაგრამ ორგანიზებულად შევუდგებით.

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ექსპერტის რჩევები – რამდენიმე კონკრეტული მინიშნება, თუ როგორ შეიძლება მოემზადოთ GMAT-ის ვერბალური ნაწილისათვის.

ცნობილი ფაქტია, რომ არაინგლისურენოვანი ადამიანებისათვის განსაკუთრებით რთულია GMAT-ის ვერბალური ნაწილის ჩაბარება. თუმცა, ეს არც იმათთვის არის იოლი, ვინც ინგლისურენოვან ოჯახებში გაიზარდა. ექსპერტები ამბობენ, რომ მიუხედავად ტესტის მომზადებაზე გაწეული შრომისა, უამრავი ადამიანი ტესტის ჩაბარების დროს არაერთ შეცდომას უშვებს იმის გამო, რომ საკითხს არ იაზრებს და ინტუიციაზე დაყრდნობით პასუხობს.

არითმეტიკული ნაწილისაგან განსხვავებით, რომელსაც აქვს სავარაუდო პასუხები, არსებობს სხვადასხვა ტექნიკა, რომელთა სწავლაც მოსამზადებელ პერიოდში შესაძლებელია, ვერბალური ნაწილის დაზეპირება კი არაფერში გამოგადგებათ. “ძალიან რთულია, რომ ამ ასაკში გაიუმჯობესო კითხვის უნარი” – ამბობს ჯორჯთაუნის მაკდონოუის ბიზნესსკოლის MBA მიმართულების დირექტორის მოადგილე ვენდი ვაისი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ თავად ჩააბარა ეს გამოცდა. “იმ რამდენიმე ვერბალურ ნაწილსაც კი, რომლის სწავლაც შეიძლება, მთელი მათემატიკური ნაწილის სწავლაზე მეტი დრო მიაქვს” – ამბობს ვაისი.
სტუდენტების უმრავლესობა იყენებს შემდეგ მიდგომას: მოსამზადებელი ტესტების წიგნის გადაშლას ან მოსამზადებელ კურსებზე ჩაწერას. მასალები საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მიუხედავად იმისა, რომ თემები იშვიათად და მცირედით იცვლება, ეს მაინც ვერ ამარტივებს ვერბალურ ნაწილს.

სავარჯიშოები:
წიგნებისა და მოსამზადებელი კურსების გარდა, არსებობს კიდევ რამდენიმე გზა ამ ნაწილისთვის მოსამზადებლად.

ივარჯიშეთ ინტერნეტიდან კითხვაში: ნებისმიერი სავარჯიშო წიგნი გირჩევთ, რომ ივარჯიშოთ ინტერნეტ სავარჯიშო ტესტებზე, თუმცა კაპლანის ტესტის მოსამზადებელი კომპანიის GMAT-ის პროგრამის მენეჯერი ჯენიფერ კედროვსკი გირჩევთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერი რამ წაიკითხოთ, ოღონდ ინტერნეტში. “კომპიუტერის ეკრანიდან კითხვა განსხვავდება ჟურნალ-გაზეთებისა და წიგნების კითხვისაგან, მას თავისი სპეციფიკა აქვს”. კედროვსკი მათ, ვინც ტესტისათვის ემზადება, ურჩევს, კომპიუტერიდან კითხვა ყოველდღიურ ჩვევად გაიხადონ.

ჩამოტვირთეთ სავარჯიშო ტესტი: ტესტისათვის მომზადებას თუ შესამოწმებელი სრული ტესტის გავლით დაიწყებთ, გეცოდინებათ ის მხარეები, სადაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ვარჯიში და შეძლებთ ზუსტად თქვენთვის მორგებული სასწავლო პროგრამის შედგენას. თუმცა, სულაც არ არის საჭირო, რომ წიგნი იყიდოთ ან სასწავლო კურსებზე ჩაეწეროთ. სრულიად მარტივად შეგიძლიათ სავარჯიშო ტესტი უფასოდ ჩამოტვირთოთ, მაგალითად,www.mba.com – დან, შემდეგ კი გაიაროთ ტესტი და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ ვერბალური ნაწილის შეფასებას.

ყურადღება მიაქციეთ სპეციფიკურ ნიუანსებს: მაშინ, როდესაც მოსამზადებელი კურსების უმრავლესობა ტრადიციულ დახმარებას გიწევთ, თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ექსტრა კურსები, სადაც ყურადღება ერთ, კონკრეტულ, ვიწრო მიმართულებაზეა გამახვილებული, როგორიცაა მაგალითად, ზედსართავი სახელები ან ზმნისა და ქვემდებარის თავსებადობა. როდესაც სადიაგნოსტიკო ტესტის შედეგების მიხედვით უკვე იცით, რომელ საკითხზე გჭირდებათ ყურადღების გამახვილება, ინტერნეტში თავისუფლად შეგიძლიათ მოიძიოთ უამრავი მოკლე სავარჯიშო.

გააანალიზეთ სიახლეები: იმის გამო, რომ საკითხავი ნაწილის კითხვებს მთელი GMAT-ის მესამედი ნაწილი უჭირავს, ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტის ანალიზის უნარი. ნებისმიერ სტატიას, რომელსაც წაიკითხავთ, შეხედეთ კრიტიკული თვალით და მიუდექით ისე, როგორც მიუდგებოდით, ჯიმატის ტექსტს. გააანალიზეთ და შეეცადეთ გამოყოთ ავტორის შეხედულებები და მთავარი საკითხები, შემდეგ კი, შეაფასეთ და სათანადო დასკვნა გამოიტანეთ.

ყურადღება მიაქციეთ გრამატიკას: ჯიმატის ვერბალური ნაწილი მოიცავს ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორიცაა წინადადების კორექტირება, რაშიც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ გრამატიკის მთავარი წესების გადახედვა. დამატებითი დახმარებისათვის ჯიმატის ექსპერტები გვირჩევენ, რომ ტრადიციული მოსამზადებელი მასალების გარეთაც გავიხედოთ, თუმცა ყველა ინფორმაცია არ არის შესაბამისი. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ისეთ დეტალებზე, რომლებიც GMAT-ში არ არის გამოყენებული. ყურადღების ცენტრში მოაქციეთ ყველაზე ხშირად გამოყენებული გრამატიკული საკითხები: ზმნა, ზედსართავი სახელები და მოდიფიკატორები.

ისწავლეთ ენა: SAT-ისა და LSAT-ისაგან განსხვავებით, GMAT-ი არ ითვალისწინებს სიტყვათა ზუსტი განსაზღვრებების ცოდნის შემოწმებას, თუმცა კარგი იქნება, თუ შეისწავლით ჯიმატის ტესტებისათვის დამახასიათებელ სიტყვებს, რაც საშუალებას მოგცემთ ტესტის ჩაბარებისას შეამციროთ წაკითხვის დრო და დაზოგოთ სხვა კითხვებზე პასუხის გასაცემად.

შეუერთდით ონლაინ ჯგუფს: ტრადიციულ ფორუმებში მონაწილეობის გარდა, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ Google-ს და Yahoo-ს ჯგუფების სერვისს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმ ადამიანების შეკრებისათვის, ვინც პირისპირ შეხვედრას ვერ ახერხებს. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ განხილვები ინტერნეტში და გააანალიზოთ თქვენთვის საინტერესო საკითხები.

*** გაინტერესებთ  სტიპენდიები, სწავლა საზღვარგარეთ, განათლების გამოფენები, უცხო ენათა შესწავლა, საერთაშორისო ტესტებისთვის მომზადება, ტრეინინგები სხვადასხვა თემებზე, პროფესიული სწავლება ან აბიტურიენთა მოსამზადებელი ცენტრები?  ეწვიეთ ვებ-გვერდს  Edu-Guide.ge -ს და არ გამოტოვოთ თქვენთვის საინტერესო პროგრამები! ***

დაგვიმეგობრდით Facebook-ზე და არ გამოტოვოთ არცერთი საინტერესო პროგრამა: https://www.facebook.com/EduGuide.Ge/
http://credit-n.ru/zaymyi-next.html