საზღვარგარეთ განათლების მიღება, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. პირველ რიგში, ევროპა არც თუ ისე შორსაა ჩვენგან და მეორე, საზღვარგარეთ სწავლის დამთავრების შემდეგ, ბევრად უფრო პერსპექტიული სამსახურის პოვნის შანსი გვაქვს.
ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სწავლა საზღვარგარეთ მხოლოდ მდიდარი მშობლების შვილებისთვის, ან განსაკუთრებულად ჭკვიანი ადამიანებისთვისაა შესაძლებელი. თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. თუ თქვენ ხელთ გაქვთ რომელიმე ქართული უნივერისტეტის დიპლომი, ან იმყოფებით დამამთავრებელ კურსზე, თქვენ გაქვთ შანსი მიიღოთ გრანტი და ისწავლოთ საზღვარგარეთ უფასოდ.
რა არის გრანტი?
ფაქტია რომ გრანტი – არის დაფინანსება სწავლისათვის ან კვლევის განსახორციელებლად.
გრანტი აფინანსებს მხოლოდ სწავლის საფასურს, ან სრულად აფინანსებს სწავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს (მათ შორის მგზავრობის საფასურს, საცხოვრებელს, ვიზის ხარჯებს და ა.შ.)-ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება.
საიდან დავიწყოთ?
დასაწყისისთვის უნდა მოიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია იმ კურსის შესახებ, რომელზე სწავლაც გსურთ. ასევე იმ დაწესებულებაზე, რომელიც გთავაზობთ ამ კურსს. უკეთესი იქნება თუ შეარჩევთ რამოდენიმე ვარიანტს, რომელიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ეს ერთი ორად გაზრდის გრანტის მოპოვების შანსაც. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი, არ შეიძლება ერთდროულად შეიტანოთ განაცხადი ოქსფორდში და კემბრიჯში. თუმცა არავინ გიშლით ხელს შეიტანოთ განაცხადი ვთქვათ ოქსფორდში და კიდევ ხუთ ან ექვს უნივერსიტეტში კემბრიჯის გარდა.
შემდეგი ეტაპზე უნდა ჩამოყალიბდეთ, რომელ ქვეყანაში გსურთ სწავლა. აქ გადამწყვეტი მომენტი შეიძლება აღმოჩნდეს, ის თუ, რომელ ენას ფლობთ ყველაზე კარგად, ან გსურთ რომ ფლობდეთ. დიდი პლიუსი იქნება, თუ ცოტა მაინც იცით იმ ქვეყნის ენა, სადაც აპირებთ სასწავლებლად წასვლას. მაგრამ თუ თქვენ არ იცით ამ ქვეყნის ენა, არც ეს გახლავთ პრობლემა. თითქმის ყველა ქვეყნის უნივერსიტეტები გვთავაზობენ სასწავლო პროგრამებს ინგლისურ ენაზე, მაგალითად გერმანია და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნები. თქვენ შეიძლება საერთოდ არ იცოდეთ გერმანული ენა და შეისწავლოთ სწავლის პროცესში. მაგრამ ინგლისური ეს ის ენაა, რომელიც აუცილებლად კარგად უნდა იცოდეთ. გრანტის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმებისას, აუცილებლად დაგჭირდებათ IELTS-ის ან TOEFL-ის სერთიფიკატი. ამასთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმ ადამიანებისთვის ვინც აბარებს ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით, მოთხოვნა ინგლისურის ენის ცოდნაზე უფრო დაბალია, ვიდრე მათთვის ვინც ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე აბარებს.
IELTS და TOEFL მოსამზადებელი კურსებს ბევრი ორგანიზაცია გვთავაზობს საქართველოში. შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ იპოვოთ ასეთი ორგანიზაციები:
რომელ ქვეყანაში რა ვისწავლოთ?
კონკრეტულად ამ სტატიაში მოცემულია უნივერსიტეტების ჩამონათვალი ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სპეციალობებზე.
მსოფლიოში არსებობს უამრავი სასწავლო დაწესებულება, სადაც ისწავლება ხელოვნებათმცოდნეობა, არქიტექტურა და დიზაინი.
ქვემოთ მოცემული ქვეყნების სია არ გახლავთ სრული, თუმცა ეს გახლავთ რეკომენდაცია საუკეთესო უნივერსიტეტებზე შესაბამის სფეროში, სადაც გარანტირებულად მიიღებთ ხარისხიან განათლებას:
დიდი ბრიტანეთი: არქიტექტურა, ურბანიზმი, დიზაინი, ხელოვნება, მოდა
Bartlett school of Architecture
University of the Arts/ chelsea university of the arts
Central Saint Martins College of Art & Design
“London Met”, London Metropolitan University
ბელგია: მოდა, დიზანი
The Royal Academy of Fine Arts
გერმანია: ხელოვნების ისტორია, (Fineart) არქიტექტურა
ესპანეთი: ურბანიზმი, არქიტექტურა, ფოტოგრაფია
Fundación Botín – Desarrollo integral de la sociedad y talento creativo
http://www.fundacionbotin.org/
იტალია: დიზაინი
ნიდერლანდები: პროგრამები კურატორებისათვის, არქიტექტურა, დიზაინი
Delft University of Technology
აშშ: არქიტექტურა, დიზაინი, ურბანიზმი, ხელოვნება, კინო
New York Film Academy
საფრანგეთი: (Fineart) პროგრამები კურატორებისათვის
http://www.magasin-cnac.org/ecole/
შვეიცარია: ხელოვნება, არქიტექტურა
შვედეთი: (Fineart)
უნივერსიტეტების ვებ-გვერდებზე არის განყოფილება ე.გ. Alumni, სადაც შეგიძლიათ დაეკონტაკტოთ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. ასევე გაიგოთ მათი აზრი უნივერსიტეტისა და სწავლის პროცესის შესახებ. არ დაიზაროთ და დაეკონტაკტეთ სტუდენტებს. ეს მოგცემთ დეტალურ ინფორმაციას სასწავლო დაწესებულების შესახებ.
გრანტის მიღების ვარიანტები
- ქვეყნის წარმომადგენლობა/საელჩო და სააგენტოები
თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ იმ ქვეყნის წარმომადგენლობას/საელჩოს, სადაც აპირებთ სწავლის გაგრძელებას. პირველ რიგში შეამოწმეთ საელჩოს ვებ-გვერდი და კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით. ისინი აუცილებლად მოგაწვდიან ინფორმაციას მათ ქვეყანაში არსებული გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ.
ინფორმაცია საელჩოების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/elTKj9
ასევე თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სპეციალიზირებულ სააგენტოებს, მაგ:
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი – Leaf
Ell – English Language and Life
American Councils for International Education
- მომზადების პროცესი
თითოეულ უნივერსიტეტს თავისი პროცედურები და განაცხადების მიღების ვადები აქვს. საშემოდგომო სემესტრებისთვის საბუთების გაგზავნის ბოლო ვადები ძირითადად ადრეულ გაზაფხულზე იწურება, ხოლო გაზაფხულის სემესტრებისთვის კი შემოდგომაზე.
მას შემდეგ რაც, თქვენ აირჩევთ უნივერსიტეტს და პროგრამას, თქვენ დაგჭირდებათ გარკვეული დრო, რათა შეაგროვოთ საჭირო საბუთები, გაიაროთ გასაუბრება, მიიღოთ ვიზა, ნახოთ საცხოვრებელი ადგილი, და ა.შ. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ მომზადებას, სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ერთი წლით ადრე შეუდგებით. რაც უფრო ადრე დაიწყებთ თქვენთვის საინტერესო სტიპენდიებზე ინფორმაციის მოძიებას, მათი მოპოვების შანსი უფრო მაღალი იქნება.
4.ყველაზე მთავარი გრანტის მოსაპოვებლად
ყველაზე მთავარი გრანტის მოპოვების პროცესში, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არის სწორად შევსებული/გაფორმებული დოკუმენტები.
თქვენგან მოითხოვენ:
- დიპლომის ასლს და ნიშნების ფურცელს
- რეზიუმეს/ CV- ს
- ასევე დამატებითი დოკუმენტების სიას, რომლებსაც თქვენ იხილავთ იმ სასწავლებლის ვებ-გვერდზე, სადაც გსურთ სწავლის გაგრძელება
- სამოტივაციო წერილი
ყველაზე მთავარი ამ დოკუმენტებიდან კი გახლავთ სამოტივაციო წერილი. თუ რეზიუმე გახლავთ მოკლე აღწერა თქვენი განათლების, კარიერის თუ უცხო ენათა ცოდნის შესახებ, სამოტივაციო წერილი აჩვენებს თქვენი გადმოცემის უნარს, აზროვნების, დარწმუნების და არგუმენტების მოყვანის უნარებს.
ასევე გაითვალისწინეთ რომ სტიპენდიის მოსაპოვებლად თქვენ შეიძლება მოგიწიოთ ამომრჩეველ კომისიასთან ონლაინ გასაუბრება. როგორც წესი, თუ თქვენ მიგიწვიეს მსგავს გასაუბრებაზე, ითვლება რომ კონკურსის პირველი ეტაპი თქვენ წარმატებით გაიარეთ.თუ ამომრჩეველმა კომისიამ, თქვენთან გასაუბრების შემდგომ, გადაწყვიტა რომ იმსახურებთ ამ სტიპენდიას, აუცილებლად მიიღებთ ოფიციალურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე. მიიღებთ თუ არა შეტყობინებას, შეგიძლიათ თამამად მიაკითხოთ შესაბამისი ქვეყნის საელჩოს და დაიწყოთ საბუთების მოგროვება.
გისურვებთ წარმატებებს!
http://credit-n.ru/zaymyi-next.html