Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud Vidzeme University of Applied Sciences – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> სწავლა საზღვარგარეთ > Vidzeme University of Applied Sciences
 
Vidzeme University of Applied Sciences

Vidzeme University of Applied Sciences (ViA) დაარსდა 1996 წელს და 2001 წელს სახელმწიფო უნივერსიტეტისსტატუსი მიიღო, ხოლო 2002-ში მიიღო აკრედიტაცია დაუდგენელი ვადით.

ViA გთავაზობთ მაღალხარისხიან და მოქნილ სასწავლო პროგრამებს, რომლებშიც წარმატებითაა დაცული ბალანსი თეორიასა და პრაქტიკას შორის. კურსები ადაპტირებულია საზოგადოების თანამედროვე მთხოვნილებების და დასაქმბის ბაზრის ცვლილებების მიხედვით. სწავლის ხარისხი უზრუნველყოფილია გამოცდილი და პროფესიონალი სასწავლო კოლექტივის, განვითარებული სასწავლო მეთოდიკის და სტუდენტების, რომლებმაც იციან, თუ რისი მიღწევა სურთ და როგორ, მიერ

Vidzeme University of Applied Sciences წარმოადგენს ლატვიას ევროპის უნივერსიტეტების ალიანსში პროექტ E³UDRES² -ს ფარგლებში. ცხრა უნივერსიტეტი ცხრა სხვადასხვა სახელმწიფოდან (ავსტრია, ბელგია, უნგრეთი, პორტუგალია, რუმინეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ფინეთი და ლატვია) აერთიანებენ საკუთარ რესურსებს სწავლის, კვლევის და ინოვაციის სფეროებში, რამეთუ იპოვონ ამოხსნები რეგიონის მომავალ გამოწვევბში. ალიანსი მიყვება იდეას „ევროპიდან ევროპისთვის“.

ViA გთავაზობთ 15 პროგრამას სოციალური მეცნიერებების და ინჟინერიის ფაკულტეტების ფარგლებში –

კოლეჯის პროგრამა

  • “ახალ კონსტრუქციათა სკოლა”

საბაკალავრო პროგრამები

  • ინფორმაციული ტქნოლოგიები
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • კომუნიკაციები და საჯარო ურთიერთობები
  • მედიის კვლევები და ჟურნალისტიკა
  • მექატრონიკა
  • ტურიზმის ორგანიზება და მენეჯმენტი

სამაგისტრო პროგრამები

  • ბიზნეს გარემოს ადმინისტრირება
  • კიბერ უსაფრთხოების ინჟინერია
  • ვირტუალური რეალობა და ჭკვიანი ტექნოლოგიები
  • ტურიზმის შეჯიბრობითობის მენეჯმენტი
  • მედია და საინფორმაციო წიგნიერება
  • სტრატეგიული კომუნიკაციები და მართვა

სადოქტორო პროგრამები

  • ეკონომიკა და ბიზნესი
  • სოციოტექნიკური სისტემების მოდელირება

ვიძემეს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი გახლავთ ოცნებების შესრულებისა და მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პლატფორმა, რომელიც ეხმარება, როგორც ინდივიდუალურად, ისევე კოლექტიურად მათ, ვისაც სურს ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენა, მიუხედავად ასაკისა და იმათ, ვისაც აქვთ კარგი იდეა, მაგრამ აკლიათ ცოდნა და უნარებები მის განსახორციებლად. ის ასევე მხარში უდგება პირებს, ვისაც აქვთ სურვილი თავისი სამეცნიერო იდეების რეალიზაციისა და ახალი პროდუქტის შექმნია უნივერსიტეტში კვლევით საქმიანობაში ჩართვის გზით და მათაც, ვისაც აქვთ სურვილი თავისი ცოდნა სხვებს გადასცენ ლექციების წაკითხვის ან კონსულტაციების სახით.