Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud Ljubljana University – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> სწავლა საზღვარგარეთ > Ljubljana University
 
Ljubljana University

გსურთ საზღვარგარეთ სწავლა? ლუბლიანას უნივერსიტეტი თქვენთვის შესაფერისი არვევანია.

სლოვენია განლაგებულია გამორჩეულ ადგილას, იქ სადაც ალპები ხმელთაშუა ზღვას ხვდება. ქვეყნის ასეთი მრავალფეროვნება და მისი ზომა საშუალებას გვაძლევს ერთ დღეს მოახერხო მთებში ლაშქრობაც და ზღვაში ცურვაც. ამ შედარებით პატარა და ახალგაზრდა ქვეყნის დედაქალაქია ლუბლიანა და ის ბევრჯერ უღიარებიათ ერთერთ ყველაზე ლამაზ და სუფთა ქალაქად ევროპაში. ის ასევე ითვლება უსაფრთხო და ცხოვრებისთვის კარგ ქალაქად.

ლუბლიანას უნივერსტეტი სლოვენიაში ყველაზე დიდი და ძველი უნივერსტეტია და შედის სამყაროს საუკეთესო უნივერსიტეტთა შორის ტოპ 3 პროცენტში.

ამ აკადემიურ წელს ლუბლიანას უნივერსტეტში თითქმის 40.000 სტუდენტი სწავლობს. ამ აკადემიურ წელს 3508 უცხოელი სტუდენტი სწავლობს ლუბლიანას უნივერსტეტში, აქედან 1612 არის ბაკალავრიატის და ინტეგრირებული მაგისტრის პროგრამაზე, 1512 არის მაგისტრის პროგრამაზე და 384 დოქტორის პროგრამაზე.

ბაკალავრიატის პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით დაკავშირებით განაცხადის შეტანის დრო ჩვეულებრივ ცხადდება ჩვენს ვებ გვერდზე თებერვლის დასაწყისში, ამიტომ გირჩევთ რეგულარულად შეამოწმოთ ჩვენი ვებგვერდი STUDY UL. განაცხადის ვადები მაგისტრატურის და დოქტორანტურის პროგრამებზე ცვალებადია და ასევე გამოცხადდება ჩარიცხვის მოწოდებაზე ( ეს დიდი ასოებით წერია სოუ ხზ Calls for Enrollment ასე)გირჩევთ შეამოწმოთ აპლიკაცია სასურველი პროგრამის ვადების სანაცავად ჩარიცხვის მოწოდება მაგისტრატურისთვის  master’s და ჩარიცხვის მოწოდება დოქტორანტურისთვის doctoral studies მოგიწოდებთ უყუროთ ვიდეოს განაცხადის შევსების, და წინა განათლების დადასტურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის თაობაზე  video.

დახმარების მიღება განაცხადის შევსების და მიღების პროცესის თაობაზე ასევე შესაძლებელია Info Point თან.  ასევე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ონლაინ რჩევების მიღებაზე ბაკალავრიატის პროგრამისთვუს განაცხადის შეტანასთან და მიღების პროცესთან დაკავშირებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომსახურება რომელსაც გთავაზობენ დასაქმების აგემტები და სააგენტოები, არ არის საჭირო ლუბლიანას უნივერსტეტში ჩარიცხვისთვის.

სწავლის საფასურთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე  და,  ასევე,  მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ  შესაძლებელია დოქტორანტურის პროგრამაზე თანადაფინანსების მიღება, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციის ნახვა აქ შეგიძლიათ. სასწავლო პროგრამის არჩევა ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შენს ცხოვრებაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სლოვენიაში და ლუბლიანას უნივერსტეტში ჩამოსვლის სამზადისში და ჩამოსვლიდან პირველ დღეებში ჩვენი უცხოელი სტუდენტები დაგეხმარებიან.

ვიცით, რომ მომავალი სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაციის მიღება იმაზე თუ როგორია იყო უცხოელი სტუდენტი ლუბლიანას უნივერსტეტში იმისგან ვისაც ეს უკვე გამოცდილი აქვს და ჩვენი ვიდეოების ციკლიდან ” უცხოელ სტუდენტთან ერთად … შესახებ” ბევრ კითხვაზე პასუხს მიიღებთ. უცხოელი სტუდენტების წარმომადგენლებმა უპასუხეს ბევრ კითხვას, მაგალითად: რატომ გადაწყვიტეს სლოვენიაში, ლუბლიანას უნივერსტეტში სწავლა, როგორია აქ სწავლა, რა სირთულეები შეხვდათ, რა არის აქ სწავლის უპირატესობა, რითი ერთობიან სტუდენტები ლუბლიანაში და ბევრ სხვა კითხვას, რაც შეიძლება აინტერესებდეთ ლუბლიანას უნივერსიტეტის ახლანდელ ან მომავალ სტუდენტებს და ასევე მათ ვინც ვინც ფიქრობენ, რომ შეიძლება ერთ დღეს ჩაირიცხონ ჩვენი უნივერსტეტის რომელიმე ფაკულტეტზე ან აკადემიაში. შეგიძლიათ უყუროთ გამოქვეყნებულ ეპიზოდებს ბმულზე, ყოველ მომდევნო თვეს კი ახალი ეპიზოდი გამოქვეყნდება.

უცხოელი სტუდენტი ელჩები ასევე დაგეხმარებიან ,თუ გაქვთ რაიმე ეჭვები, სწავლასა და სლოვენიაში და ლუბლიანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას  უპასუხებენ, და მხარში დაგიდგებიან როგორც ჩარიცხვამდე და ჩარიცხვის პერიოდში, ასევე სტუდენტური ცხოვრებისას. მათი  საკონტაქტო ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ

სწორი სასწავლო კურსის არჩევა და მისთვის ადექვატური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ აქ ვართ, რომ ამაში დაგეხმაროთ. თუ დაინტერესებული ხართ ლუბლიანას უნივერსიტეტში სწავლით, ისევე როგორც ჩვენი სხვა საქმიანობით, ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს STUDY UL თუ რაიმე რჩევა ან დახმარება გჭირდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ?

იმედი გვაქვს მალე გიხილავთ ლუბლიანაში!

www.uni-lj.si/study
study.info@uni-lj.si

პროგრამების სია: https://www.uni-lj.si/study/information/study-programmes/