Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud საია-ს იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> ფონდები და საელჩოები >



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენ ვსაქმიანობთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. ასოციაციის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა კავშირი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიზნებია:
იურისტთა შორის პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
იურისტთა პროფესიული დაოსტატება და კვალიფიკაციის ამაღლება
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა
საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლება და კანონისადმი პატივისცემის დამკვიდრება
სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამართლებრივი ბაზის შექმნა

ასოციაციის მთავარი მისიაა: “კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის!”