Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> ფონდები და საელჩოები >



1999 წელს დაფუძნებული საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი არის დამოუკიდებელი, არაკომერციული ორგანიზაცია.

მისია

საქართველოში დემოკრატიის ფასეულობათა მხარდაჭერა და განვითარება პოლიტიკის, ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესწავლის, ანალიზის, ინფორმაციის გავრცელებისა და საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზების გზით; პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ხელშეწყობა.

მიზნები

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროცესების კვლევა და ანალიზი.

ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება და გამოქვეყნება ინტერნეტში და ბეჭდვითი მასალების ფორმით.

მიზნობრივი კონფერენციებისა და საქმიანი შეხვედრების ორგანიზაცია და ჩატარება უცხოეთის მონათესავე პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

კონფერენციების, სემინარების, თემატური შეხვედრებისა და “მრგვალი მაგიდების” ორგანიზება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის და ჟურნალისტებისთვის.

საშინაო და საგარეო საკითხებისადმი მიძღვნილი საზოგადოებრივი განხილვების მოწყობა.

გამოსაქვეყნებელი მასალებისა და ინტერვიუების მომზადება და ორგანიზაცია საქართველოს და საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებისთვის.

ყველა დონის საჯარო მოხელეთათვის საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკის განვითარების, უსაფრთხოებისა და სახელმწიფო მართვის სფეროებში საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ტრენინგის ორგანიზაცია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტების, საზოგადო მოღვაწეებისა და ოფიციალური პირების ლექციეების, სემინარების და თემატური შეხვედრების ორგანიზაციის გზით. ტრენინგების ეფექტურობის გაზრდის მიზნით აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მონაწილეთა ჩართვა.

საერთაშორისო ექსპერტებისათვის ხელშეწყობა საქმიანი მისიით საქართველოში მათი ყოფნის დროს.

საერთაშორისო პროფილური კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაციების ინტერნების, პროფესიულ მივლინებაში და მოკლევადიანი ვიზიტებით საქართველოში მყოფი მეცნიერების, მკლევარების, საზოგადო მოღვაწეებისთვის ხელსაყრელი სამუშაო პირობების შექმნა-შეთავაზება და სხვა სახის მხარდაჭერა.

ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელებაში, რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, ხელსაყრელი და უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბებაში, კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში ადგილობრივი კერძო სექტორისა და საერთაშორისო საქმიანი წრეების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდაში.

ფონდის თანამშრომელთა უმრავლესობას წარსულში ქვეყნის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობი ეკავათ. მათ სახელმწიფო პოლიტიკისა და სამეცნიერო სფეროებში საქმიანობის უნიკალური გამოცდილება გააჩნიათ.
ფონდის მიზანია გაზარდოს საერთაშორისო საზოგადოებრიობის ინტერესი საქართველოს პოტენციალისა და პრობლემატიკის მიმართ, ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებასა და სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებს შორის დიალოგის განვითარებას და აღზარდოს ლიდერთა ახალი თაობა რომელიც მომავალში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოს მართვაში.
სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აერთიანებს სხვადასხვა სფეროში მომუშავე ექსპერტებს. კვლევებისა და ტრეინინგების ჩასატარებლად ფონდი ხელშეკრულების საფუძვლეზე იწვევს ქვეყნის წამყვან ექსპერტებს.

ამასთანავე, ფონდი ხელს უწყობს უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც იკვლევენ როგორც საქართველოში, ისე, ზოგადად, კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს. ფონდი მათ უზრუნველყოფს ტექნიკური ბაზითა და ექსპერტთა რჩევებით.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის კვლევითი და სასწავლო საქმიანობა რეგიონულ საკითხებზე არის კონცენტრირებული. ფონდი ახორციელებს ერთობლივ პროექტებს როგორც რეგიონის, ისე მის ფარგლებს გარეთ არსებულ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტებთან ერთად. კვლევების შედეგების უმრავლესობა ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის.

სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს:

პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული კვლევა – უზრუნველყოფს მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის სამეცნიერო ნაშრომების, პოლიტიკური რეკომანდაციებისა და იმიტაციური მოდელების მიწოდებას;
სასწავლო კურსები – მიზნად ისახავს საქართველოში არსებული ადამიანური კაპიტალის განვითარებას და საერთაშორისო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების შესახებ ცოდნის ამაღლებას. ფონდი საშუალებას აძლევს ახალგაზრდა სპეციალისტებს მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური დაგეგმვისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში. ფონდი მსმენელებს სთავაზობს საღამოს კლასებს სხვადასხვა საგნებში;
კონფერენციები და სემინარები – ტარდება რეგულარულად, ხშირ შემთხვევაში, სხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებთან და სამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად;
საგამომცემლო საქმიანობა – ელექტრონული ფორმატით ქვეყნდება საინფორმაციო ბიულეტენები, სამეცნიერო ნაშრომები, ანგარიშები და საკონფერენციო მასალები;
შეფასებითი კვლევები – მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინსტიტუტებს გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა. ეს მოიცავს როგორც კონკრეტული პროგრამებისა და პროექტების შეფასებას, ასევე ზოგადად, პოლიტიკური რისკის, ეკონომიკური და სოციალური განვითარების დონის შეფასებას. ამ სახის კვლევები ხორციელდება საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მასშტაბით სხვადასხვა მთავრობების, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვეთით.
საზოგადოებასთან ურთიერთობა – პოლიტიკური პროცესების ირგვლივ არსებულ დისკუსიებში ფონდის როლის გაზრდისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოებასთან ურთიერთობების განვითარებას. ფონდი რეგულარულად მასპინძლობს დისკუსიებსა და ექსპერტთა შეკრებებს, აწყობს სხვადასხვა მნიშველოვანი თემის ირგვლივ საზოგადოებრივ განხილვებს, თანამშრომლობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან.