ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია – 22.03.2011 თბილისი
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესია – 22.03.2011 თბილისი
2011 წლის 22 მარტს, Edu-Guide.Ge-ს და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ორგანიზებით, გაიმართა ინფო-სესია თბილისში, სადაც ყველა დაინტერესბულ პირს ჰქონდა საშუალება მიეღო დეტალური ინფორმაცია ამ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ. ინფო-სესია გაიმართა სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
ინფო-სესიის მიმდინარეობის განმავლობაში, უნივერსტიტეტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს პრეზენტაცია ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში არსებული 16 საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს ესტონეთში ცხოვრებასა და სწავლის პირობებზე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიებზე.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველებს ჰქონდათ საშუალება შეევსოთ უნივერსიტეტის აპლიკაცია, დაემოწმებინათ საჭირო ოფიციალური საბუთები, დაეწერათ უნივერსიტეტის ინგლისური ენის ტესტი და გადაეხადათ აპლიკაციის საფასური.
ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ინფო-სესიის ფოტო გალერეა: