

ერასმუსის სტუდენტთა ქსელი (ESN) მოხალისეობრივ საწყისებზე დაფუძნებული საერთაშორისო სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც 41 ქვეყანაში 530-ზე მეტი სექციითაა წარმოდგენილი. საქართველოში ESN-ის ESN თბილისის სექცია წარმოადგენს. ჩვენი მთავარი მისია საერთაშორისო სტუდენტების ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობაა, პრინციპით “სტუდენტები ეხმარებიან სტუდენტებს.” ამასთანავე, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებას ვუწევთ სხვადასხვა საგანმანათლებლო, სოციალურ და კულტურულ ღონისძიებას, რომელთა მიზანი ერასმუს+ის შესაძლებლობების შესახებ ინფორაციის გავრცელებაა.
ორგანიზაციის საქმიანობა/მიზნები – ერასმუსის სტუდენტების ქსელის (ESN) თბილისის სექცია ევროპის უდიდესი სტუდენტური მოხალისეობრივი გაერთიანების (ESN) საქართველოს ორგანიზაციის ერთადერთი სექციაა. ESN-ის მთავარი მიზანი ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების განვითარება და გაცვლითი სტუდენტების დახმარებაა. ESN თბილისი საერთაშორისო სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო და შემეცნებითი ტიპის აქტივობებს ახორციელებს, ასევე ადგილობრივ დონეზე ერასმუს+ის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საინფორმაციო შეხვედრებს ატარებს.