Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > The Hague University of Applied Sciences
 
The Hague University of Applied Sciences

მოდით ერთად შევცვალოთ სამყარო! ეს არის ჩვენი დევიზი, რომელსაც ახლა ყველაზე დიდი მნიშვენლობა აქვს ვიდრე ოდესმე ჰქონია.

ჩვენ გვინდა ხელი შეგიწყოთ იმ სამყაროს გაუმჯობესებაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა ეს შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების გაერთიანებით, რათა შევქმნათ ეფექტური სინერგია, რომელიც შეძლებს ცვლილებების განხორციელებას. ჩვენი სასწავლებელი არის ადგილი, სადაც შესაძლებელია თეორია დააკავშიროთ პრაქტიკასთან. ჩვენთან სწავლის პერიოდში თქვენ მიიღებთ ყველა საჭირო დახმარებას: ჩვენი მასწავლებლებისგან, თქვენი თანაკურსელებისგან და პროფესიონალთა ჯგუფისგან.

მას შემდეგ რაც დაასრულებთ სწავლას თქვენ უკვე მზად ხართ პრაქტიკულად გამოიყენოთ თქვენი მიღებული ცოდნა და უნარები. ჩვენთან სწავლა ეს არის უფრო მეტი ვიდრე ცოდნის მიღება, თქვენ სწავლობთ იმას თუ როგორ უნდა იყოთ წარმატებული თქვენს შერჩეულ პროფესიაში. ჩვენს სტუდენტებს ვასწავლით როგორ უნდა გამოიყენონ ახალი პერსპექტივები და მიიღონ გადაწყვეტილებები მსოფლიოს ცვლილებებისთვის.

ჩვენს სასწავლებელს აქვს ინოვაციური გარემო, სადაც არის 26, 000 სტუდენტი მსოფლიო 140-ზე მეტი ქვეყნიდან და ასევე გვყავს 400 პარტნიორი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ვებგვერდი:  https://www.thehagueuniversity.com/

Video: https://www.youtube.com/watch?v=yhdP0vGSExE