> სწავლა საზღვარგარეთ > The Institute of International Relations and Political Science (IIRPS) Vilnius University
- The Institute of International Relations and Political Science (IIRPS) Vilnius University
- რუკაზე ნახვა
საერთაშორისო ურთიერთობების და პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტი (სუპმ) ვილნიუსის უნივერსტეტი
ჩვენი მიზანი
განვანათლოთ შემოქმედებითი უნარის მქონე ლიდერები მსოფლიოსთვის.
ჩვენი ხედვა
ლექტორების, მკვლევარების, სტუდენტების და კურსდამთავრებულების ცოცხალი საზოგადოება
ჩვენი ღირებულებები
აკადემიური თავისუფლება, კრიტიკული და კრეატიული აზროვნება, რომელიც დაფუძნებულია ერთმანეთის მიმართ პატივისცემაზე.
IIRPS არის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი დაწესებულება სოციალური მეცნიერებების განხრით, ცენტრალურ ევროპაში და ბალტისპირეთის რეგიონში და ვილნუსის უნივერსტეტის ნაწილი – ერთერთი ყველაზე ძველი უმაღლესი განათლების დაწესებულებაა ლიეტუვაში და ცენტრალური ევროპაში, რომელიც შეიქმნა მე-16-ე საუკუნეში.
აირჩიე ისწავლო ევროპულ ცენტრში. ისწავლე აღმოსავლური და დასავლური პოლიტიკის პერსპექტივა. ინსტიტუტი არის აკადემიური დაწესებულება რომლის სპეციალიზაციაც არის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
ინსტიტუტი დაარსდა 1992 წელს და მალევე გახდა ერთერთი წამყვანი დაწესებულება სოციალური მეცნიერებების დარგში და გახდა პირველი პრიბალტიკის რეგიონში, ვინც განავითარა პოლიტიკური მეცნიერებების პროგრამა. ამის შემდეგ ის მალევე გახდა აკადემიის და საზოგადოების აქტიური წევრი.
ინსტიტუტი ამაყობს იმით, რომ შეაგროვა ეროვნული, ევროპული და საერთაშორისო პოლიტიკის გამოვენილი ექსპერტები, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი კომპეტენტური და ორიგინალური საჯარო ხედვებით, ცოდნით თავიანთ დარგში და გამოცდილებით. ჩვენ ექსპერტებს დიდი წვლილი მიუძღვით ლიეტვუის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების, მისი როლის ამ და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, ქვეყნის ურთიერთობების მეზობელ ქვეყნებთან, რეგიონში, მათ შორის ნორდულ-ბალტიკურ ქვეყნებთან, პოლონეთთან და აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ანალიზში.
STRATA-ს ლიეტუას კვლევების და უმაღლესი განათლების ანალიზის ცენტრის (წინათ ცნობილი როგორც MOSTA) შეფასებით ინსტიტუტს, როგორც კვლევით დაწესებულებას აქვს უმაღლესი შეფასება ლიეტუაში. ათ წელზე მეტია სუპმ არის ერთერთი პირველი არჩევანი ლიეტუაში სკოლადამთავრებულებს შორის და იზიდავს სტუდენტებს გამოცდებში უმაღლესი შედეგებით.
თქვენთვის ჩვენ გთავაზობთ პროგრამებს ინგლისურ ენაზე:
- ბაკალავრიატის ხარისხი პოლიტიკის გლობალურ გამოწვევებში
- ARQUS საერთო მაგისტრის ხარისხი ევროპამცოდნეობაში
- მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის და რუსეთის კვლევებში