> სწავლა საზღვარგარეთ > The University of Applied Engineering Sciences
გამოყენებითი ინჟინერიის მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ლიტვურად შემოკლებით KTK) არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო სერვისებს და ამზადებს სპეციალისტებს ტექნიკური ინჟინერიის დარგში. უნივერსიტეტი აწარმოებს პროფესიულ საბაკალავრო სწავლებას და ახორციელებს გამოყენებით კვლევებს.
ფორმალური სწავლების გარდა, უნივერსიტეტი გთავაზობთ როგორც კვალიფიკაციის ამაღლების სერვისს, ასევე ზრდასრულთა არაფორმალურ ტრენინგსა და განათლებას.
ამჟამად ის გთავაზობთ ცხრა პროფესიულ საბაკალავრო პროგრამას და ორიენტირებულია თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების დაბალანსებაზე, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას წარმატებული კარიერა დაიწყონ სკოლის დამთავრებისთანავე.
უნივერსიტეტი დაარსდა 1920 წელს, ეს იყო პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელმაც მოამზადა ინჟინერიის სპეციალისტები დამოუკიდებელ ლიტვაში. დაარსების დღიდან KTK-მ მოამზადა თითქმის 30000 კურსდამთავრებული წარმატებული კარიერისთვის ინჟინერიაში.
დღეს, KTK არის კრეატიული, ინკლუზიური, ღიაა ინოვაციებისთვის და აქვს ძლიერი ინდუსტრიული კავშირები, რაც გარანტიას იძლევა ინდუსტრიაში დასაქმებისა და წარმატებულ დასაქმებას.
ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავხდეთ ლიდერი გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტებს შორის ბალტიის ქვეყნებში და განვავითაროთ საინჟინრო კომპეტენციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჭკვიანი საზოგადოების წინსვლას. თავისი არსებობის ასი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი ჩამოყალიბდა როგორც ლიტვის საინჟინრო პოტენციალის განვითარებისა და გაძლიერების ინსტიტუტი, რომელიც არის ლიტვის, ისევე როგორც მთელი ბალტიის რეგიონის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის განუყოფელი ნაწილი.
პროგრამების სია:
- საავტომობილო ინჟინერია
- მასალების დამუშავების ინჟინერია
- საავტომობილო ტრანსპორტის ელექტრონიკა
- ელექტრონული ინჟინერია
- საჰაერო ხომალდის ტექნიკური ინჟინერია
- სამშენებლო ინჟინერია
- საგზაო ინჟინერია
- ელექტრო ენერგია
- საავიაციო სისტემების ინჟინერია