Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, study abroud Università Cattolica del Sacro Cuore – Edu-Guide.Ge – შენი განათლების გზამკვლევი !

> სწავლა საზღვარგარეთ > Università Cattolica del Sacro Cuore
 
Università Cattolica del Sacro Cuore

ჩვენი სრული სახელია Università Cattolica del Sacro Cuore, მაგრამ ჩვენ მას სიყვარულით Cattolica-ს ვეძახით.

ჩვენს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გაუმართლათ, რომ იყვნენ ჩვენი უნივერსიტეტის ნაწილი აღიარებული აკადემიური პროფილით, რაც აისახება მათ აკადემიურ სამეცნიერო რეპუტაციაზე გლობალურ ქსელში.

Cattolica-ში თქვენ შეუზღუდავი არჩევანის საშუალება გაქვთ: ჩვენ გთავაზობთ ინოვაციური პროგრამების შთამბეჭდავ სპექტრს ეკონომიკასა და ბიზნესში, ბუღალტერიასა და ფინანსებში, სოფლის მეურნეობაში, ფსიქოლოგიასა და ლინგვისტიკაში, ასევე ფილოსოფიასა და ხელოვნებაში. 2022 წლის ცნობილ QS World University Subject რეიტინგში, Cattolica-ს პოპულარობამ მნიშვნელოვნად წინ წაიწია  და 16 დისციპლინაში ტოპ 300 უნივერსიტეტს გაუთანაბრდა ან უწინ უსწრებს.

ჩვენ არა მარტო Cattolica-ს აკადემიური რეპუტაციით,  არამედ მრავალფეროვანი და კეთილმოწყობილი კამპუსებითაც ვამაყობთ. დარწმუნებული იყავით რომ გექნებათ პრორამების და სწავლის ფართო არჩევანი, თქვენთვის საურველი პირობებით, რომელიც განავითარებს უნარებსა და კომპეტენციებს თქვენი ნათელი მომავლისთვის.

Cattolica-სთვის უმთავრესია თქვენთვის შექმნას საუკეთესო სწავლის, შრომის და ცხოვრების პირობები.. ჩვენი პროფესიონალი პედაგოგიური პერსონალი გიცხადებთ ნდობას და ხელს შეგიწყობთ სწავლისა და კარიერული წინსვლის უნარების ჩამოყალიბებაში .

ჩვენი შესაძლებლობებისა და სერვისების მრავალფეროვანი სპექტრი უზრუნველყოფს თითოეულ საერთაშორისო სტუდენტს ჰქონდეს წვდომა სასურველ ინფორმაციაზე, სწავლებაზე და სერვისებზე. მათ ამ სერვისებით სარგებლობის საშუალება მიეცემათ საერთაშორისო სტუდენტთა სპეციალურ საბინაო სერვისების და ჯანმრთელობის ცენტრებში, სპორტულ ობიექტებსა და საერთაშორისო სტუდენტურ ასოციაციებში.

Cattolica მუდმივად მუშაობს ახალი და პერსპექტიული პროგრამების შემუშავებაზე. გახდი თანამედროვე რეალოaბის ნაწილი და ისარგებლე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ახალი შესაძლებლობებითა და შესაძლებლობებით.

Cattolica-ში თქვენი პირველი დღიდან თქვენ არა მხოლოდ იგრძნობთ თავს ჩვენი უნივერსიტეტის ნაწილად, არამედ ჩვენი Cattolica საზოგადოების სასურველ წევრადაც.