![]() |
![]() | ![]() |


თარიღი: 22.04.2023
დრო: 12:00-16:00
იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:
https://us05web.zoom.us/j/89878608365?pwd=Q0tkVEhVeDVqdWUzUnRpb0tYbVpBUT09
Meeting ID: 898 7860 8365
Passcode: 937984
1579 წელს დაარსებული ვილნიუსის უნივერსიტეტი არის ლიეტუვას წამყვანი აკადემიური დაწესებულება, რომელიც ადგილზეა მსოფლიოს 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის (QS 2023).
ამჟამად 20000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს 70-ზე მეტ საბაკალავრო და 100-ზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხოლო დოქტორანტურა შეთავაზებულია 29 აკადემიურ სფეროში. ვილნიუსის უნივერსიტეტის აკადემიკოსებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ გლობალურ კვლევებში დარგების ფართო სპექტრში, ლაზერული ფიზიკიდან დაწყებული, ლინგვისტიკითა და ბიოქიმიით დამთავრებული.
ვილნიუსის უნივერსიტეტი გთავაზობთ სწავლას სამივე საფეხურზე: საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეზურებზე ჰუმანიტარულ, სოციალურ მეცნიერებათა, ფიზიკურ მეცნიერებებში, ბიომედიცინისა და ტექნოლოგიების დარგებში.
რატომ აირჩიეთ ვილნიუსის უნივერსიტეტი?
- ნომერ პირველი ლიეტუვას უნივერსიტეტებს შორის ეროვნული რეიტინგით
- QS World University Rankings-ის მიხედვით მსოფლიოს 400 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის
- სწავლის ყველა საფეხური: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა
- აკრედიტებული პროგრამები და მსოფლიოში აღიარებული დიპლომები
- პროგრამები და კურსები ინგლისურ და რუსულ ენებზე
- მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალი
- მენტორთა მხარდაჭერის სისტემა საერთაშორისო სტუდენტებისთვის
- ევროპის ცენტრში ცხოვრების უნიკალური უპირატესობები
- მეგობრული, მისასალმებელი სოციალური კლიმატი, მდიდარი კულტურული ცხოვრება
განაცხადების მიღების ბოლო ვადებია:
1 ივნისი | განმცხადებლებისთვის ევროკავშირის/EFTA-ს არაწევრი ქვეყნებიდან;
1 ივლისი | განმცხადებლებისთვის, რომლებსაც არ მოეთხოვებათ ეროვნული ვიზის მიღება ლიტვაში ჩასასვლელად, ასევე არა ევროკავშირის/EFTA-ს წევრი აპლიკანტებისთვის ლიტვის საელჩოებში მათ მშობლიურ ქვეყნებში.
განაცხადის პროცედურის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.