

თარიღი: 12.11.2022
დრო: 12:00-16:00
იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულზე:
https://us06web.zoom.us/j/81719765626?pwd=ZjFwM0dLd1RUbmdZTDZ4WXNOK0FGdz09
Meeting ID: 817 1976 5626
Passcode: 509600
ბოკონის უნივერსიტეტი სპეციალიზირებულია მართვის, ეკონომიკის, ფინანსების, მონაცემთა და პოლიტიკურ მეცნიერებებში.
ძლიერი თეორიული ფონის რეალურ სამყაროში არსებულ პრაქტიკასთან შერწყმით, ბოკონი მიზნად ისახავს ნიჭიერი სტუდენტების მოზიდვას, რომლებიც იქნებიან მომავლის ბიზნეს ლიდერები.
ბოკონის არჩევა ბაკალავრიატისთვის ან მაგისტრატურისთვის არის ჭკვიანური ნაბიჯი, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას: – ისწავლოთ უნივერსიტეტში, რომელიც მაღალ ადგილს იკავებს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო რეიტინგებში; – ისარგებლოთ სრული სასწავლო გამოცდილებით და სწავლების ინტერაქტიული მეთოდებით; – ისარგებლოთ შეღავათიანი ურთიერთობებით მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლებთან; – განაცახდი გააკეთოთ ერთ-ერთ საერთაშორისო სასწავლებელზე, რომელსაც გთავაზობთ 280-ზე მეტი პარტნიორი სკოლის ქსელი; – ისიამოვნოთ საერთაშორისო, მდიდარი და მასტიმულირებელი აკადემიური გარემოთი მილანში!
ბოკონის უნივერსიტეტი სპეციალიზირებულია მენეჯმენტის, ეკონომიკის, ფინანსების, მონაცემთა მეცნიერების, AI-ის მათემატიკაში, პოლიტიკურ მეცნიერებებში და სამართალში.
- მსოფლიო ბაკალავრიატი ბიზნესში
- საერთაშორისო ეკონომიკა და მართვა
- ხელოვნების, კულტურისა და კომუნიკაციის ეკონომიკა და მართვა
- საერთაშორისო ეკონომიკა და ფინანსები
- ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები
- ეკონომიკა, მართვა და კომპიუტერული მეცნიერება
- მათემატიკური და გამოთვლითი მეცნიერებები ხელოვნური ინტელექტისთვის
- საერთაშორისო პოლიტიკა და მმართველობა
- გლობალური სამართალი
- ფინანსები
- ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებები
- ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკონომიკა და მართვა
- პოლიტიკა და პოლიტიკის ანალიზი
- ბუღალტერია, ფინანსური მართვა და კონტროლი
- სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ეკონომიკა და მართვა
- ეკონომიკა და მართვა ხელოვნებაში, კულტურაში, მედიასა და გართობაში
- მართვა
- საერთაშორისო მართვა
- მარკეტინგის მართვა
- მონაცემთა მეცნიერება და ბიზნესის ანალიტიკა
- კიბერ რისკის სტრატეგია და მმართველობა
- ტრანსფორმაციული მდგრადობა
სტიპენდიები
დამსახურების ჯილდოები
ბოკონის უნივერსიტეტი მზად არის ხელმისაწვდომი გახადოს უმაღლესი განათლების ზედა დონე გამორჩეული სტუდენტებისთვის. დამსახურების ჯილდო მოიცავს სწავლის საფასურისგან სრულ გათავისუფლებას, 13,000 ევროს ღირებულების BSc პროგრამებისთვის ან 14,000 სამაგისტრო პროგრამებისთვის წელიწადში. საუკეთესო განმცხადებლებს შორის გადაჩეული აკადემიური პროფილები განიხილება დამსახურების ჯილდოსთვის ბოკონის უნივერსიტეტში მისაღები სააპლიკაციო დოკუმენტების საფუძველზე. ცალკე განაცხადი სტიპენდიაზე არ არის საჭირო. Bocconi Merit Award-ის შეფასება ძირითადად ეფუძნება კანდიდატის აკადემიურ მიღწევებს პირად პროფილთან ერთად.
ინფორმაცია BSc პროგრამების შესახებ აქ
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებისთვის აქ
ბოკონის საერთაშორისო ჯილდოები
საერთაშორისო ჯილდო მოიცავს სწავლის 50%-იან შეღავათს, რაც წელიწადში დაახლოებით 7000 ევროს შეადგენს. Bocconi-ში საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის პირველ წელს დაშვებული კანდიდატები განიხილება Bocconi International Award-ისთვის ცალკე განაცხადის შევსების საჭიროების გარეშე. სტიპენდიის კანდიდატები ფასდებიან მისაღებისთვის გაგზავნილი კომპონენტებით (GMAT ან SAT, GPA, პირადი განცხადება, CV) ერთობლივი კომიტეტის მიერ, რომელსაც წარადგენს რექტორი, მათ შორის საგარეო საქმეთა მიმართულების დეკანი.
ინფორმაცია BSc პროგრამების შესახებ აქ
ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებისთვის აქ
ქალთა ჯილდოები
“ქალთა ჯილდოები” მიზნად ისახავს მრავალფეროვნების გადანაწილებას ბოკონის სტუდენტურ სხეულში, აღიარებს აკადემიურ მიღწევებს და იმ ქალი სტუდენტების პოტენციალს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან გააგრძელონ უმაღლესი განათლება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში. ქალთა ჯილდოები, რომელიც შედგება სწავლის საფასურისგან სრული გათავისუფლებით, ენიჭებათ საუკეთესო პროფილების მქონე (აკადემიური კარიერის, GMAT ქულის და საზღვარგარეთ სამუშაო/სასწავლო გამოცდილების თვალსაზრისით) ნებისმიერი მოქალაქეობის ქალი სტუდენტების შეფასების შემდეგ, რომლებმაც განაცხადეს ფინანსების მაგისტრატურაში მიღებაზე.
ცნობილი კურსდამთავრებულები
ფრანჩესკა ბელეტინი, აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი, სან ლორანი
https://www.viasarfatti25.unibocconi.eu/notizia.php?idArt=21256
ჯოვანი ჩისერანი
ჯგუფის პრეზიდენტი Procter&Gamble
https://www.youtube.com/watch?v=OnQGoU8Gm0s
ფედერიკო მარკეტი
Yoox – Pret-a-porter ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი
https://www.youtube.com/watch?v=1O7T942umw0
მარიო მონტი, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი
https://en.wikipedia.org/wiki/Mario_Monti
ვიტორიო კოლაო, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ციფრული გადასვლის მინისტრი და Vodafone Group-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი
https://en.wikipedia.org/wiki/Vittorio_Colao
პროფ. ალბერტო ალესინა
https://en.wikipedia.org/wiki/Alberto_Alesina
პროფ. ნურიელ რუბინი
https://it.wikipedia.org/wiki/Nouriel_Roubini
ბმული YOU TUBE-ზე: