Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


28/03/2021 - 28/05/2021


  პროგრამის აღწერა


თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო. პროგრამა თავისი ფორმითა და ხარისხით აშშ-ისა და დასავლეთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროგრამებს შეესაბამება და სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სამაგისტრო პროგრამაზე მიღება ორ ტალღად ჩატარდება: 1. ადრეული მიღება და 2. გვიანი მიღება.

ადრეული მიღება: განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 15 თებერვლიდან 15 მაისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 22 მაისს.

გვიანი მიღება: განაცხადის გაკეთება შესაძლებელია 2021 წლის 16 მაისიდან 1 ივლისამდე; მისაღები გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 10 ივლისს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტს საშუალება ექნება, უფასოდ გაიაროს მათემატიკის კურსი (3 კვირა, აგვისტო, 2021 წელი) და პირველი მინი-სემესტრი (8 კვირა, სექტემბერ-ოქტომბერი, 2021 წელი).

ფინანსური მხარდაჭერა:

სწავლის საფასური: 3,000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა ISET-ის მხარდამჭერით:

საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე 15 სტუდენტი მიიღებს აკადემიურ სტიპენდიას სწავლის საფასურის გარკვეული წილის დასაფარავად. ყველა წარმატებულ სტუდენტს რეგიონიდან შეუძლია მიიღოს ნაწილობრივი სტიპენდია;

ISET-ისა და მისი პარტნიორების დახმარებით, ფინანსური დახმარების საჭიროების მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიები;

სტუდენტებს, რომლებიც მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო გრანტს, შეუძლიათ თანხა ISET-ის სწავლის საფასურის ასანაზღაურებლად გამოიყენონ;

ISET სტუდენტებს სთავაზობს კომერციულ ბანკებთან შუამდგომლობას შეღავათიანი სტუდენტური საბანკო სესხებისათვის, სწავლის საფასურის დაფარვაში დასახმარებლად.

მომავლის პერსპექტივები:

საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: ISET-ის სტუდენტების გარკვეულ რაოდენობას საშუალება აქვს, ერთი სემესტრი გაატაროს კლერმონ-ოვერნის უნივერსიტეტსა და ნორვეგიის ეკონომიკის სკოლაში, მონაწილეობა მიიღოს საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორკშოპებში სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლასა თუ სხვა პარტნიორ უნივერსიტეტებში;

დასაქმება და პროფესიული სტაჟირება: ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. ISET-ის კურსდამთავრებულებს უკავიათ წამყვანი თანამდებობები რეგიონსა და საზღვარგარეთ. ISET-ის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სწავლის პარალელურად, პროფესიული სტაჟირება გაიარონ არაერთ ორგანიზაციაში;

სწავლის გაგრძელება აშშისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ამჟამად ჩვენი კურსდამთავრებულები სწავლობენ სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ-იორკის, ვაშინგტონის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერისა და სხვა უნივერსიტეტებში;

ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 70% მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში. პროგრამის ყველა მონაწილე გადის პედაგოგიურ ტრენინგს პრაღაში, მათ აქტიურ მენტორობას უწევენ CERGE-EI-ისა და ISET-ის პროფესორები. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.

გამოყენებითი კონცენტრაციების არჩევა: სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ ეკონომიკური თეორიის, ენერგეტიკის ეკონომიკის, ინკლუზიური ზრდის, მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და თანამედროვე მონაცემთა ანალიზის მიმართულებები.

რეგისტრაცია:

  • ონლაინ განაცხადის შევსება
  • მისაღები გამოცდების ჩაბარება
  • გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში)

*საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.

დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის: www.iset.ge

საკონტაქტო პირი:
მაია სურგულაძე
ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელ.: +995 322 507 177 (შიდა 104)

ვებგვერდი: www.iset.ge