Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> განცხადებები


11/10/2020 - 26/10/2020


  პროგრამის აღწერა


thumbnail-(6)სპეციალური შეთავაზება მათთვის, ვინც დაესწრება საერთაშორისო განათლების ონლაინ გამოფენას და გაესაუბრება გამოფენის ერთ-ერთ მონაწილეს „ინსტიტუტ მონტანა- Institut Montana 

ყველა დაინტერესებული მოსწავლე, რომელიც განათლების გამოფენის მიმდინარეობისას, online რეჟიმში დაეკონტაქტება „ინსტიტუტ მონტანა- Institut Montana წარმომადგენელს, სკოლის სახელით და შესაბამისი გათამაშების წესით – შემთხვევით შერჩევითი მეთოდის გამოყენებით, იღბლიან მოსწავლეს გადაეცემა 2021 წლის საზაფხულო სკოლაზე, 2 სრული კვირის საფასურის ვაუჩერი (სკოლაში არსებულ კემპუსზე ცხოვრების, კვების,ტრანსპორტის, აქტივობების ღირებულება), რომელიც აძლევს შანს დაინტერესებულ მოსწავლეს გაეცნოს და შეიგრძნოს საუკეთესოს შექმნის ტრადიცია შვეიცარიული და საერთაშორისო პერსპექტივით.

კონკურსში მონაწილეობა საკმაოდ მარტივია და ეს ითვალისწინებს  მხოლოდ სასწავლებლის წარმომადგენელთან დაკონტაქტებას გამოფენის მიმდინარეობისას, რომლის დროსაც სასწავლებლის წარმომადგენელი დაინტერესებულ პირებს მიაწოდებს ინფორმაციას სასწავლებლის შესახებ. წარმომადგენელთან დაკონტაქტება და გასაუბრება შეუძლიათ როგორც მოსწავლეებს, ასევე მათ მშობლებს. გასაუბრება შესაძლებელია ქართულ ენაზე.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო განათლების ონლაინ გამოფენა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გექნებათ სასწავლებლის წარმომადგენელს გაესაუბროთ და ჩაერთოთ გათამაშებაში, გაიმართება მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, 12:00 დან 16:00 საათამდე. დროის ამ მონაკვეთში, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გაესაუბროთ „ინსტიტუტ მონტანა- Institut Montana“ წარმომადგენელს, რათა მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ გათამაშებაში. ასევე შესაძლებლობა გექნებათ გაესაუბროთ სხვა თქვენთვის სასურველი სასწავლებლის წარმომადგენლებსაც.

იმისათვის, რომ დაესწროთ გამოფენას აუცლებელია რეგისტრაცია გაიაროთ შემდეგი ბმულის საშუალებით: shorturl.at/CGR69

გამოფენა გაიმართება ზუმის პლატფორმის (Zoom) საშუალებით.

დარეგისტრირებული პირები, გამოფენის წინა დღეს მიიღებენ გამოფენაზე დასასწრებ ბმულს და დამატებით ინფორმაციას.

განათლების საერთაშორისო გამოფენის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://bit.ly/1Mv85Ik

ან დაგვიკავშირდეთ: 5 77 20 99 69