Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ფონდები და საელჩოები >



ფონდის ძირითადი მიზანია სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებით, ღიად გამოცხადებული კონკურსის გზით, დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტთა შეფასების საფუძველზე, გამჭვირვალე და თავისუფალი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად, სახელმწიფო გრანტების ორგანიზება და, ამით, საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა და გაძლიერება, ქართული მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებთან გათანაბრება, ქართული კულტურული მემკვიდრეობის მეცნიერული კვლევის განვითარება, მსოფლიო მეცნიერების მიღწევებში წვლილის შეტანა, ინოვაციური ტექნოლოგიების შექმნაზე სამეცნიერო კვლევების ორიენტირება.

ფონდის ძირითადი ამოცანებია:
* სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების მიზნით ხელი შეუწყოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევების განხორციელებას.
* უზრუნველყოს საქართველოში არსებული სამეცნიერო და ტექნოლოგიური პოტენციალის შესახებ მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, მოამზადოს წინადადებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პრიორიტეტების განსახორციელებლად.
* ხელი შეუწყოს სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარებას.
* ხელი შეუწყოს მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას.

საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ახორციელებს სახელმწიფო გრანტების ადმინისტრირებას მათ შორის:
* სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები 2006-2007
* სამოგზაურო გრანტები 2006 -2007
* სამეცნიერო აპარატურის გრანტები 2006-2007
* ბიბლიოთეკების გრანტები 2006-2007
* ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტები 2007
* ერთობლივი გრანტები 2006-2007