![]() |
![]() | ![]() |

-
თავისუფალი უნივერსიტეტი
თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, #240
2 200 901
info@freeuni.edu.ge
www.freeuni.edu.ge
-
რუკაზე ნახვა

- შექმნას სწავლის, სწავლებისა და კვლევის ისეთი გარემო, რომელიც საუკეთესო იქნება საქართველოში და ხელმისაწვდომი გამორჩეული ახალგაზრდებისთვის;
- ჩამოუყალიბოს მათ თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა შეძლონ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში, მიიღონ მნიშნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ გამოწვევებს, რომელსაც სთავაზობს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო.
თავისუფალი უნივერსიტეტი ამჟამინდელ და მომავალ სტუდენტებს გზას უხსნის შემეცნებისაკენ, საშუალებას აძლევს სწავლის თანამედროვე მეთოდების, სწავლებაში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და სწავლების საუკეთესო გარემოს შექმნით სიამოვნება მიიღონ შემეცნების პროცესში აღმოჩენებისა და კრიტიკული აზროვნების საშუალებით, რომელშიც მათ დაეხმარებიან უნივერსიტეტის მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აღიარებულნი არიან როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
საბაკალავრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა
- კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა
- მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამა
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა
- ფიზიკის საბაკალავრო პროგრამა
- ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამა
სამაგისტრო პროგრამები:
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ოპერაციების მენეჯმენტში (MBA in OM)
პროფესიული (სასერთიფიკატო) პროგრამები:
- Certified Public Policy Analyst (CPPA)
- Certified Print Designer (CPD)
- Certified Interior Designer (CID)
- Certified Hotel and Restaurant Business Administrator (CHRBA)
- Certified Marketing Manager (CMM)
- Certified Software Engineer (SCE)
- Certified Public Administrator (CPA)
- Criminal Attorney Professional (CAP)
- Certified Business Administrator (CBA)
- Certified Financial Manager (CFM)
- Certified Administrative Manager (CAM)
- აღმოსავლური ენების პროგრამა
- კონფუცის ინსტიტუტი
სადოქტორო პროგრამები:
სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სადოქტორო პროგრამა
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა იძლევა საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას.
ლექციები და სემინარები მიმდინარეობს კომფორტულ აუდიტორიებში. თითოეულ აუდიტორიაში არის პროექტორი.
უსადენო ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია უნივერსიტეტის მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს მდიდარი ბიბლიოთეკა, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზები. ტექნიკურად უზრუნველყოფილი, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო სასწავლო ლაბორატორიები, რომელიც აღჭურვილია ძირითადი პლატფორმების სერვერებით, ქსელური და კომპიუტერული მოწყობილობებით, პროგრამირებადი რობოტექნიკით. აქ MACS-სა და ფიზიკის სკოლის სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში ახორციელებენ. ასევე კომფორტული კაფეტერია; სპორტული ცენტრი – კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, მინიფეხბურთის, ხელბურთის დარბაზებითა და სატრენაჟორო სტუდიით; თეატრი; სკვერები და სარეკრეაციო ზონები.