Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> უმაღლესი სასწავლებლები > ISET – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – აისეტი
 
ISET – თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – აისეტი

ჩვენს შესახებ:
თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა – დასავლური სტანდარტების შესაბამისი სწავლება დასავლური ყაიდის გარემოში. ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა.

მისია:
აისეტის მიზანი პროფესიონალი ეკონომიკური კადრების, ეკონომიკის მაგისტრების გაზრდაა. ISET-ში ეკონომიკა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში ისწავლება. სტუდენტები სწავლობენ ანალიტიკური კუთხით გადაწყვეტილების მიღებას მონაცემების, მათემატიკური და მოდელირების ხერხების გამოყენებით.

ISET გთავაზობთ:
ეკონომიკის 2 წლიან სამაგისტრო პროგრამას. პროგრამას აფინანსებს ბრითიშ პეტროლიუმი (BP), ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფონდი “ღია საზოგადოება” (OSI), შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida), მსოფლიო ბანკი (WB), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო და სხვა დონორი ორგანიზაციები.

ISET-ის სასწავლო პროგრამა აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პროგრამების შესაბამისია. სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. უნივერსიტეტში ასწავლიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესორები.

Future Leader’s Scholarships:
სამაგისტრო პროგრამაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს საშუალება ექნებათ მოიპოვონ მომავალი ლიდერის სტიპენდია (Future Leader’s Scholarships), რომელიც სტუდენტს დაუფარავს სწავლის სრულ საფასურს და დაუნიშნავს სტიპენდიას თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. ISET-ი მომავალი ლიდერის სტიპენდიას ათ საუკეთესო სტუდენტს დაუნიშნავს. გარდა ამისა, ყველა წარმატებულ სტუდენტს დაეფარება სწავლის გადასახადის ნაწილი და დაენიშნება ყოველთვიური სტიპენდია. სტუდენტებს აგრეთვე საშუალება ეძლევათ მიიღონ ISET-ის სტუდენტებისათვის სპეციალურად შექმნილი შეღავათიანი სესხები. თბილისს გარეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს, სწავლის პერიოდში, ISET-ი უზრუნველყოფს საცხოვრებელი ბინებით.

საუკეთესო სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ისწავლონ ერთი სემესტრი აშშ-ს ან დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში, გაიარონ პრაქტიკა სამთავრობო, არასამთავრობო სექტორში და კერძო კომპანიებში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონცენტრაციებში, როგორიცაა ენერგო, ფინანსური, საერთაშორისო ვაჭრობისა და კვლევითი კონცენტრაციები, და გააგრძელონ სწავლა დოქტორანტურაში აშშ-ს და დასავლეთ ევროპის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, სრული დაფინანსებით.

დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ან დაგვიკავშირდეთ.