Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> ბიბლიოთეკები > გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

 
გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა

20331-STANDARD გოეთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა ყველასთვის, ვინც გერმანულს სწავლობს ან ასწავლის. ის მდებარეობს გოეთეს ინსტიტუტის შენობაში – კაფეტერიის თავზე.

ბიბლიოთეკა სპეციალიზებულია აქტუალურ სასწავლო და მეთოდურ მასალებზე გერმანიიდან და მკითხველებს სთავაზობს ადგილს, სადაც შესაძლებელია მშვიდ ატმოსფეროში სწავლა და მუშაობა.

გერმანული ენის შესწავლით დაინტერესებულ პირებს აქ დახვდებათ ბევრი საინტერესო მასალა, რომლის ადგილზე გამოყენება ან სახლში უფასოდ გატანა არის შესაძლებელი. ესენია:

  • სასწავლო წიგნები (გრამატიკის სახელმძღვანელოები თუ სავარჯიშოები, ადაპტირებული საკითხავი ლიტერატურა და სხვა),
  • გამოცდებისათვის მოსამზადებელი წიგნები,
  • ცნობარები და ლექსიკონები,
  • აუდიო-ვიზუალური სასწავლო მასალა (CD-ROM-ები, აუდიოდისკები),
  • DVD დისკები.

    სკოლებისა თუ უმაღლესი სასწავლებლების გერმანული ენის მასწავლებლებს ბიბლიოთეკა დარგობრივ ლიტერატურასა და ამასთანავე, მკითხველს აქ დახვდება გამორჩეული, ხარისხიანი საბავშვო ლიტერატურა გერმანიიდან (ილუსტრირებული წიგნები პატარებისთვის, ზღაპრებისა თუ მოთხრობების კრებულები, საგნობრივ-საინფორმაციო წიგნები და წიგნები დამწყები მკითხველებისათვის). მშობლებს ვთავაზობთ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ბიბლიოთეკაშივე, ან გაიტანონ წიგნები სახლში.გერმანული ენის გაკვეთილის ჩასატარებლად საჭირო აქტუალურ მასალას სთავაზობს.

ახალი წიგნები და სხვა მასალა ბიბლიოთეკაში

Download Symbolახალი ფილმები ბიბლიოთეკაში (2014 წ. იანვარი) (PDF 168 KB)
Download Symbolახალი დისკები და აუდიოწიგნები ბიბლიოთეკაში (2013 წლის ივნისი) (PDF 148 KB)
Download Symbolახალი წიგნები ბიბლიოთეკაში (2013 წლის მაისიდან) (PDF 150 KB)
Download Symbolახალი ფილმები ბიბლიოთეკაში (მირებულია 2013 წ. იანვარში) (PDF 159 KB)
Download Symbolახალი დისკები გერმანული ენის შემსწავლელთათვის (შეძენილია 2012 წ. შემოდგომაზე) (PDF 156 KB)

    თბილისში მოქმედებს სხვა ბიბლიოთეკაც, რომელიც მკითხველებს აქტუალურ ლიტერატურას სთავაზობს გერმანიიდან – ესაა გოეთეს ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტი:

გერმანული სამკითხველო დარბაზი (ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული ბიბლიოთეკა).11381509-STANDARD

    მისი ფონდი მოიცავს:
  • გერმანულენოვან წიგნებს გერმანულ საზოგადოებაზე, გერმანიის პოლიტიკასა და სოციოლოგიაზე, ეკონომიკასა და სამართალზე, ისტორიაზე, ფილოსოფიასა და მეცნიერებაზე,
  • წიგნებს ხელოვნებაზე,
  • გერმანულ გამოცემებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ,
  • ჟურნალებს,
  • ფოლკსვაგენის ფონდისა და  გიოტინგენის სამხარეო და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის გერმანულენოვან CD-ROM-ებს,
  • მუსიკალურ კომპაქტ.-დისკებსა და აუდიო-წიგნებს,
  • ვიდეოკასეტებსა და DVD დისკებს.
    შესაძლებელია მათი სახლში გატანა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში გერმანული სამკითხველო დარბაზის ფონდიცაა განთავსებული.

ბმულები თემისათვის

ბიბლიოთეკის მისამართი
ზანდუკელის ქ. 16
0108 თბილისი
ტელ: +995 32 2938945
ფაქსი: +995 32 934568
Eka.Tsereteli@tbilissi.goethe.org

გერმანული სამკითხველო დარბაზის მისამართი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
მე-3 კორპუსი
ლადო გუდიაშვილის ქ. 7
0107 თბილისი
ტელ.: +995 32 297 16 23
lesesaal@nplg.gov.ge

გეოთეს ინსტიტუტის ბიბლიოთეკა ღიაა:

ორშაბათიდან პარასკევამდე 13:30-დან 18 საათამდე.

ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელობის გერმანული სამკითხველო დარბაზი
(საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთკაში)
ღიაა:

ყოველდღე 9:30 საათიდან 20 საათამდე.