Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > The French-Azerbaijan University (UFAZ)
 
The French-Azerbaijan University (UFAZ)

The French-Azerbaijan University (UFAZ) წარმოადგენს საკმაოდ ამბიციურ პროექტს, რომელიც საფრანგეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ინიცირებულია.

საფრანგეთის მხრიდან პროექტი მოიცავს ფრანგულ უნივერსიტეტების კონსორციუმს სტრასბურგის უნივერსიტეტის თაოსნობით.  აზერბაიჯანის მხრიდან  პროექტი ხორციელდება აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

უნივერსიტეტი გაიხსნა 2016 წლის სექტემბერში და უკვე ჰყავს 283 სტუდენტი და აქვს საბაკალავრო საფეხურის 4 სპეციალობა:

  • Bachelor of Chemical Engineering (Unistra/ASOIU)
  • Bachelor of Computer Science (Unistra/ASOIU)
  • Bachelor of Georphysical Engineering (Unistra/ASOIU)
  • Bachelor of Oil $ Gas Engineering (Rennes 1 University / ASOIU)

4 წლიანი სწავლების პერიოდში (ერთი მოსამზადებელი წელი + 3 წელი ფრანგული საბაკალავრო პროგრამა), UFAZ-ის სტუდენტები მიიღებენ ფრანგულ და აზერბაიჯანული დიპლომს. კურსების 50% ჩატარაებულია ფრანგი პედაგოგების მიერ, ხოლო დარჩენილი 50% აზერბაიჯანელი პედაგოგების მიერ, რომლებიც გადამზადებულები არიან საფრანგეთში.

სწავლების ენა არის ინგლისური, თუმცა ფრანგული ისწავლება ამ 4 წლის განმავლობაში და პროგრამის დასულების შემდეგ სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა გააგრძელონ ფრნანგულენოვან ქვეყანაში.