Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Georgia State University
 
Georgia State University

თარიღი: 30.04.2022

დრო: 12:00-16:00

იმისთვის, რომ შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს გადადით ქვევით მოცემულ ბმულ

https://us02web.zoom.us/j/81070590540?pwd=UXluSXZLVjdwSlZUWUVOVEZzTGRxdz09

Meeting ID: 810 7059 0540
Passcode: 560102

 

 

ჯორჯიას შტატის უნივერსიტეტი არის საჯარო კვლევითი დაწესებულება 11 კოლეჯით და სკოლით, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს 250-ზე მეტი ხარისხის პროგრამით 100-ზე მეტ დარგში, დაწყებული ასოცირებული ხარისხის დონით, შემდგომ ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დასრულებული დოქტორანტურის დონით. ჩვენ გვყავს 16 NCAA დანაყოფის I გუნდები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ფეხბურთი, ინგლისური ფეხბურთი (soccer), ბეისბოლი. კვალიფიციურ საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მრავალი სახის სტიპენდიაზე საშუალოდ $8500-დან $19,500-მდე წელიწადში.

GSU არის ეროვნულ რეიტინგში # 1 საუკეთესო საბაკალავრო პროგრამაში და # 2 ყველაზე ინოვაციური უნივერსიტეტი მისი სტუდენტების წარმატებისთვის. მისი უნიკალური მდებარეობა ატლანტას მეტროპოლიტენის გულში უზრუნველყოფს მჭიდრო კავშირებს მთავარ ბიზნესებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებებთან, მათ შორის 60-ზე მეტი საკონსულოს ოფისისა და მრავალფეროვან კულტურასთან მთელი მსოფლიოდან. როგორც # 4 სამუშაო ადგილების ზრდაში შეერთებულ შტატებში, ატლანტა გთავაზობთ სტაჟირებისა და სამუშაო შესაძლებლობების ფართო სპექტრს ყველა აკადემიურ სფეროში. ჯორჯიას შტატის სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს ისეთ მსხვილ კომპანიებში, როგორებიცაა CNN, Coca-Cola, Delta, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ. პერიმეტრის კოლეჯის კამპუსი, ორწლიანი ასოცირებული ხარისხის კოლეჯი, გთავაზობთ 33 პროგრამას ინჟინერიაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ბიზნესში, მედდის საქმეში და ა.შ.

პროგრამების სია: გთხოვთ, იხილოთ თანდართული საერთაშორისო ბროშურა სხვადასხვა დონეზე შემოთავაზებული ყველა პროგრამით.