Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Macquarie University
 
Macquarie University

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაკქურის (Macquarie) უნივერსიტეტში!

ავსტრალიის უდიდესი მაღალტექნოლოგიური უბნის გულში მდებარე Macquarie აერთიანებს 40000 სტუდენტს და 2000 თანამშრომელს „აღმოჩენების ჰაბში“. ჩვენი კამპუსი მოიცავს 126 ჰექტარს, ღია მწვანე სივრცით, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აძლევს აზროვნებისა და ზრდის თავისუფლებას.

ჩვენს ობიექტებში ახლახანს განხორციელდა 1 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რათა ჩვენმა სტუდენტებმა და პერსონალმა შეძლოს განვითარდნენ გარემოში, რომელიც შთამაგონებელია და გადართულია უახლეს ციფრულ ტექნოლოგიებზე.

ზოგიერთი ჩვენი გამორჩეული ობიექტი მოიცავს:

  • ავსტრალიის პირველი და ერთადერთი კერძო, არაკომერციული საავადმყოფო უნივერსიტეტის კამპუსში
  • Cochlear-ის გლობალური შტაბი
  • უახლესი ბიბლიოთეკა
  • სპორტული და წყლის ცენტრი
  • კამპუსში არსებული რკინიგზის სადგური.

გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით რომ 300-ზე მეტი წამყვანი კომპანია მდებარეობს Macquarie-ის კამპუსში ან მის გარშემო, ჩვენს სტუდენტებს შეუძლიათ განამტკიცონ ინდუსტრიული კავშირები, რაც მათ მომავალ კარიერაში უპირატესობას მიანიჭებს, ხოლო ჩვენს თანამშრომლებს აქვთ წვდომა კვლევისა და ინოვაციის შესაძლებლობებზე მსოფლიოს რიგი ქვეყნების წამყვან ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

უნივერსიტეტი დგას მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტების ერთ პროცენტს შორის 5 ვარსკვლავიანი QS რეიტინგით. ჩვენ განთქმული ვართ იმ კურსდამთავრებულების გამოშვებით, რომლებზეც მაღალი მოთხოვნაა დასაქმების ბაზარზე.

არის ახალი?

ექსპერტების ვარაუდით 2025 წლისთვის სამუშაო ადგილების დაახლოებით 50 პროცენტი, იმ სახით როგორც ჩვენ მათ დღეს ვიცნობთ, არ იარსებებს, შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტუდენტებმა შეიძინონ შესაბამისი უნარ-ჩვევები, რათა მოემზადონ სამუშაო სამყაროს ცვალებადობისთვის. სწორედ იმისთვის რომ უზრუნველვყოთ პროგრამები 21-ე საუკუნის მომდევნო ნაწილისთვის, ჩვენ ხელახლა შევადგინეთ და გადავამუშავეთ ჩვენი კურსები:

ახალი 1 წლიანი მაგისტრატურა

შესაბამისი ხარისხით და კარგი აკადემიური მოსწრებით სტუდენტებს ახლა შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ავსტრალიის ერთწლიანი მაგისტრატურის ფართო სპექტრიდან – დაზოგონ როგორც დრო, ასევე ფული.

პოპულარული კურსები:

  • მარკეტინგის მაგისტრი
  • მედიისა და კომუნიკაციების მაგისტრი
  • ბუღალტერიის მაგისტრი
  • კიბერუსაფრთხოების ანალიზის მაგისტრი

ორმაგი ბაკალავრის და ორმაგი მაგისტრის ხარისხების დიდი არჩევანი

ჩვენი ახალი ორმაგი ხარისხი სტუდენტებს აძლევს უფლებას გააერთიანონ სწავლის უფრო მრავალფეროვანი სფეროები, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რაც იწვევს დასაქმების უფრო დიდ პერსპექტივას. თქვენ, ასევე, გექნებათ შესაძლებლობა დაასრულოთ 2 სამაგისტრო ხარისხი მხოლოდ 2 წელიწადში

პოპულარული კომბინაციები:

  • ხელოვნება და სოციალური მეცნიერებები
  • ბიზნესი
  • განათლება
  • ინჟინერია
  • საინფორმაციო ტექნოლოგიები
  • ენები და ლინგვისტიკა
  • სამართალი
  • მედია, კომუნიკაციები და საშემსრულებლო ხელოვნება
  • მედიცინა და ჯანმრთელობა
  • ფსიქოლოგია და კოგნიტური მეცნიერება
  • მეცნიერება
  • უსაფრთხოება, დაზვერვა და კრიმინოლოგია

განახლებული ბაკალავრიატი

ჩვენი ხარისხები ახლა მოიცავს ძირითად და მოქნილ ზონებს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების მიერ სწავლის უფრო დიდი არჩევანის გაკეთებას და მოქნილობას.

ჩვენი რეიტინგი 2021 წლისთვის აჩვენებს შემდეგ მაჩვენებლებს

  • გამოყენებითი ფინანსების მაგისტრი რეიტინგი = 32 მსოფლიოში/1 ავსტრალიაში
  • კომერციის მაგისტრი (მარკეტინგი) 19 მსოფლიოში/ 1 ავსტრალიაში
  • MBA 95-ე ადგილი მსოფლიოში/4 ავსტრალიაში
  • მენეჯმენტის მაგისტრი = 49 მსოფლიოში/2 ავსტრალიაში

ეს რეიტინგები დაფუძნებულია უამრავ კრიტერიუმზე, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და არა მხოლოდ კვლევაზე ფოკუსირების ჭრილში.

  • დასაქმების შესაძლებლობები
  • კურსდამთავრებულთა შედეგები
  • ფულის ღირებულება
  • აზროვნების ლიდერობა
  • კლასებისა და ფაკულტეტების მრავალფეროვნება

და ბოლოს, 2019 წლის QS-ის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე სასურველ სტუდენტურ ქალაქებს შორის, სიდნეი არის გამორჩეული სასწავლო მიმართულება. მოდუნებული ცხოვრების წესით, უსაფრთხოების მაღალი დონით, უამრავი სანახაობითა და საქმიანობით, თქვენ მოგეწონებათ ცხოვრება და სწავლა Macquarie უნივერსიტეტში, სიდნეიში!

ბმული სტიპენდიის შესახებ: https://www.mq.edu.au/study/international-students/scholarships/details/europe-scholarship

და https://www.youtube.com/watch?v=LcEF86U_ZNM