Edu - Guide | სწავლა საზღვარგარეთ, სტაჟირებები, სტიპენდიები, styde abroud

> სწავლა საზღვარგარეთ > Matej Bel University
 
Matej Bel University

უნივერსიტეტი სლოვაკეთის გულშიუნივერსიტეტი გულით

Matej Bel უნივერსიტეტი გთავაზობთ მაღალი ხარისხის საუნივერსიტეტო განათლებას უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე და სწავლის ყველა ფორმაში პედაგოგიურ, სოციალურ, ეკონომიკურ და იურიდიულ მეცნიერებებში, ჰუმანიტარულ და უცხო ენებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საინფორმაციო ტექნოლოგიებში, მათემატიკაში, პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში. უნივერსიტეტი გთავაზობთ CFA ინსტიტუტის უნივერსიტეტის აღიარების პროგრამის მიერ აკრედიტებულ სასწავლო პროგრამებს; სასწავლო პროგრამები, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად ისწავლება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ან სასწავლო პროგრამები, რომლებიც შესაძლებელს გახდის უცხოური პარტნიორი უნივერსიტეტისა და MBU-ს კომბინირებული დიპლომის მოპოვებას. 2019 წელს, Matej Bel უნივერსიტეტმა წარმატებით აამოქმედა კონფუცის ბიზნესის ინსტიტუტი MBU-ში, რომელიც გთავაზობთ ჩინური ენაზე სწავლებას.

გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და მხატვრული საქმიანობისა, MBU-ში შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოდგენილია საბაზისო და გამოყენებითი კვლევებით, რომლებიც ტარდება ადგილობრივ და უცხოურ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტი არის ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის წევრი და 2016 წელს, SCIMAGO ინსტიტუტების რეიტინგის მიხედვით, იგი მიჩნეულია, როგორც სლოვაკეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  კვლევითი ინსტიტუტი.

2018 წლის დეკემბერში, MBU გახდა პირველი სლოვაკური უნივერსიტეტი, რომელმაც მიიღო ჯილდო “HR Excellence in Research” (ადამიანური რესურსების მაღალი ხარისხი კვლევებში), რომელიც ევროკომისიის მიერ გადაეცემა ინსტიტუტებს, რომლებიც ვალდებულნი არიან განახორციელონ და დაიცვან 40 პრინციპი განმტკიცებული დოკუმენტში „ევროპული ქარტია მკვლევართა და კოდექსი მკვლევართა რეკრუტირების ჩატარებისთის“, კვლევის ადამიანური რესურსების სტრატეგიის საფუძველზე.

2020 წელს საერთაშორისო პორტალმა UniRank-მა Matej Bel უნივერსიტეტი მეოთხე საუკეთესო უნივერსიტეტად დაასახელა სლოვაკეთის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებს შორის. გლობალური მასშტაბით, MBU დასახელდა 2104-ე უნივერსიტეტად.

Matej Bel უნივერსიტეტმა Banská Bystrica-ში მიაღწია გასაოცარ შედეგს მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის სისტემაში „THE World University Rankings 2022“, სადაც დაიკავა საერთო პოზიცია 1201+. ეს არის ჩვენი უნივერსიტეტის პირველი პოზიცია ამ პრესტიჟულ რეიტინგში. ამავდროულად, იგი შეფასდა, როგორც სლოვაკეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც სლოვაკეთის ხუთ უნივერსიტეტს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.

UMB ასევე ძალიან კარგ ადგილებს იკავებს შესაბამის რეიტინგებში, კერძოდ, რეიტინგში სასწავლო პროგრამების მიხედვით, სადაც დაიკავა საერთო პოზიცია 301-400 სოციალური მეცნიერებების დარგში და განვითარებადი ეკონომიკის რეიტინგში 501+ პოზიციით. განვითარებადი ეკონომიკის რეიტინგი მოიცავს მხოლოდ იმ ქვეყნების დაწესებულებებს, რომლებიც კლასიფიცირდება როგორც “განვითარებული ეკონომიკები” FTSE ჯგუფის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

ცენტრალური ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ტრადიციულად ინტენსიური თანამშრომლობის გარდა, MBU სტრატეგია ფოკუსირებულია მთელ ევროკავშირზე, ისევე როგორც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განვითარებული ქვეყნების ფართო განზომილებაზე, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნებზე.

MBU სტუდენტებს აქვთ თავისუფალი დროის გატარების მრავალფეროვანი შესაძლებლობები. სასწავლო წლის განმავლობაში იმართება სხვადასხვა სახის საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო ღონისძიებები. აქტივობები სპორტულ კლუბებში, უნივერსიტეტის ფოლკლორულ ანსამბლში, გუნდში ან კამერულ ორკესტრში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობენ. სტუდენტური ასოციაციები MBU სტუდენტებს სთავაზობენ შესაძლებლობას მიიღონ მონაწილეობა სლოვაკეთში, ასევე საზღვარგარეთ ორგანიზებულ ღონისძიებებში – ევროკავშირთან ან სხვა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობით.

Matej Bel უნივერსიტეტმა მოამზადა 79 120-ზე მეტი კურსდამთავრებული შრომის ბაზრისთვის, მათ შორის შესანიშნავი დიპლომატები, მენეჯერები, მასწავლებლები, თარჯიმნები, მკვლევარები, მხატვრები, სპორტსმენები (ოლიმპიადის გამარჯვებულების ჩათვლით) და მრავალი ექსპერტი, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სფეროში. MBU არის ძლიერი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში.

დასახეთ გზა ხვალინდელი დღისკენ და გააკეთეთ არჩევანი: სასწავლო შეთავაზება MBU-ში.